დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თენგიზ თოფურიძე: –"ეს არის ჩემი კონსტიტუციური უფლება, არ გავაკეთო კომენტარი"
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/10/10 13:32:56

 

ქუთაისის მერიასთან  არსებული დასუფთავების კომპანია "ქუთსერვისჯგუფის" დირექტორის ლაშა დვალიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს ვიცე–მერი თენგიზ თოფურიძე.  ცოტა ხნის წინ, მერის მოვალეობის შემსრულებელმა კოტე ლომიძემ დვალიშვილის გათავისუფლების შესახებ პასუხისმგებლობა სწორედ თოფურიძეს დააკისრა. მისი თქმით, დვალიშვილის პოსტიდან გაშვების მომეტში,  მერის მოვალეობას არა თავად, არამედ ვიცე–მერი თენგიზ თოფურიძე ასრულებდა.

თოფურიძე ახლაც  საკუთარ კაბინეტში იმყოფება, მაგრამ კომენტარის გაკეთებაზე კატეგორიულ უარს აცხადებს.

"ეს არის ჩემი კონსტიტუციური უფლება, არ გავაკეთო კომენტარი"– აცხადებს  თოფურიძე. 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2907
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია