დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ხორციელდება თუ არა ქუთაისის მერიაში "ნაციონალებზე" პოლიტიკური ზეწოლა?
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/10/10 12:04:10

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"  პარტიული წევრი და დასუფთავების კომპანია შპს „ქუთსერვის ჯგუფის"  ყოფილი დირექტორი ლაშა დვალიშვილი ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელს პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს. მისი თქმით,  იგი 4 ოქტომბერს კოტე ლომიძემ აბსურდული საბაბით თანამდებობიდან გაათავისუფლა. დვალიშვილი აცხადებს, რომ ლომიძემ იგი რამდენიმე დღის წინ დაიბარა და თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერა მოსთხოვა. ამასთანავე, მისი თქმით, მერის მოვალეობის შემსრულებელმა განუმარტა, რომ მისი პოსტიდან გაშვებას „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოჩა თევდორაძე ითხოვდა.

„მას შემდეგ, რაც განცხადების დაწერაზე უარი ვუთხარი, თანამდებობიდან თვითონ გამათავისუფლა. სრულიად აბსურდული ბრალდებით, რომ  ვერ ვასრულებდი სათანადოდ მოვალეობას. სინამდვილეში ეს ერთადერთი საბაბით მოხდა– მე ვარ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი",–აცხადებს ლაშა დვალიშვილი.

შპს „ქუთსერვის ჯგუფი" ქუთაისის მერიაში არსებული კომპანიაა, რომელიც 2011 წელს შეიქმნა. იგი ქალაქის 87 ქუჩის დასუფთავებაზე აგებს პასუხს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2756
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია