დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში დევნილებს საცხოვრებელი ბინები გადაეცათ
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2013/10/09 16:49:28

დღეს ქუთაისში დევნილ ოჯახებს რეაბილიტირებული საცხოვრებელი ბინები გადაეცათ.

 

აფხაზეთიდან დევნილი 20 ოჯახი დადიანის ქუჩაზე მდებარე ობიექტში იცხოვრებს. ოჯახები დევნილთა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად შეირჩნენ. შენობას სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ  პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, USAID-ისა და მუნიციპალური განვითარების ფონდის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ჩაუტარდა. გარე კომუნიკაციების გამართვა კი ქუთაისის თვითმმართველობის მხარდაჭრით განხორციელდა.


დევნილებს ახალი ბინების გასაღები საზეიმოდ გადასცა  დევნილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ. მისი განცხადებით: „სულ 980 განაცხადია ბინის მოთხოვნით შესული სამინისტროში, დღეს კი ამ შენობაში მხოლოდ 20 ოჯახი იზეიმებს ახალმოსახლეობას. აქედან 18 ოჯახი დევნილის სტატუსით მიიღებს საცხოვრებელს, ხოლო ორი კი – სოციალურად დაუცველობის და მრავალშვილიანობის გათვალისწინებით. კიდევ 6 ოჯახი გვყავს შერჩეული, რომლებსაც აქვე, ახლოს გამოვუყოფთ საცხოვრებელ ფართს.“

 

მინისტრის თქმით, ქუთაისში მსგავსი სამი ობიექტი უკვე  ფუნქციონირებს და კიდევ ორის მშენებლობა მიმდინარეობს, შედეგად კი ამ წლის ბოლომდე იძულებით გადაადგილებულთა გარკვეული ნაწილი უზრუნველყოფილი იქნება საკუთარი ჭერით.


„მესმის, რომ მათ ძალიან უჭირთ და რთულ საცხოვრებელ პირობებში არიან, თუმცა, ამჟამად მხოლოდ ამ 26 ოჯახის დაკმაყოფილება შევძელით. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ამ ოჯახებს მართლაც უკიდურესი მდგომარეობა ჰქონდათ და ის კრიტერიუმები, რაც ნორმატიული აქტის საფუძველზე მივიღეთ და მივანიჭეთ ამ ადამიანებს ეს ბინები, ობიექტურია,“ – განაცხადა დავით დარახველიძემ.

გასაღებების გადაცემის შემდეგ დევნილებმა მინისტრთან ერთად დაათვალიერეს ახალი საცხოვრებელი ბინები. დარახველიძე კმაყოფილი დარჩა რეაბილიტირებული შენობის ხარისხით და არსებული მცირედი დარღვევების მოკლე დროში გამოსწორებას დაჰპირდა მოსახლეობას.

ერთ-ერთმა დევმილმა ქალბატონმა „P.S."-თან საუბრისას განაცხადა:

„ბედნიერი ვარ, რომ საკუთარი ჭერი მექნება. აქამდე სხვის სახლში ვცხობრობდი. ძალიან კმაყოფილი ვარ ყველაფრით. აქამდე რომ გამოეჩინათ ასეთი ყურადღება, ამდენი დევლილი არ ეყოლებოდა დღეს საქართველოს.“

 

პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ პროექტს ასევე გვერდით ედგა ეროვნული სატყეო სააგენტო, „სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობა", რომლებმაც ახალმოსახლე დევნილებს გამწვანების უზრუნველსაყოფად საჩუქრად გადასცეს მინდვრის ნეკერჩხლის, იფნისა და თრიმლის 20 ნერგი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2871
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია