საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
გოგი წულაია: „ქუთაისის ახალი ხელისუფლება უუნარო აღმოჩნდა“
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/10/09 13:16:52

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ გოგი წულაიამ, პარტიის წევრებთან ერთად, დღეს ქუთაისში, წერეთლის ქუჩის №2-ში  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შესული შენობის წინ არსებული მოსაცდელის გასხვისება გააპროტესტა.


წულაიას განცხადებით, წერეთლის №2, სადაც ადრე  სალონი იყო განთავსებული, სოფიო ხომაურიძეს ეკუთვნოდა.  მაგრამ, იმის გამო, რომ მესაკუთრემ თანხა ვერ დაფარა, საკუთრება  ბანკმა გაუყიდაწულაია ასევე აღნიშნავს, რომ  საჯარო რეესტრში დოკუმენტაციის გაყალბების ჩვეული გზით, აღნიშნული ფართი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „სმარტ ფინანსის“ საკუთრებაში გადავიდა და ახალი მფლობელი აღნიშნული შენობის პირველ სართულზე არსებული მოსაცდელის შემინვას გეგმავს.


„თუკი ახალი მესაკუთრე ამ მოსაცდელს მართლა შემინავს, პირადად მოვალ, არ მოვერიდები ჯარიმას  და  ქვით ჩავამტვრევ მინებს, დავუმტკიცებ ამათ, რომ ეს ქვეყანა მარტო მათი არაა, არავის მივცემ  უფლებას, აქ ფული აკეთოს. ფართი წინა ხელისუფლების დროს გასხვისდა, მაგრამ  ამ უკანონო გადაწყვეტილების წინაშე ახალი ხელისუფლება უუნარო აღმოჩნდა,“-აღნიშნა წულაიამ.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2143
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია