საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის ციხეში გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი საქმის გამოძიებას მოითხოვს
2013/10/09 12:23:54

ქუთაისის №2 სასაჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაცვლილი 16 წლის მსჯავრდებულის გოგი ძველაიას ოჯახის წევრები, არასრულწლოვანის გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიას არ ეთანხმებიან და  მომხდარის დაუყოვნებლივ გამოძიებას მოითხოვენ. მათი თქმით, ისინი გარდაცვლილს მანამდე არ დაკრაძლავენ, ვიდრე სენაკში სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრი სოზარ სუბარი დამოუკიდებელ ექსპერტთან ერთად არ ჩავა.

16 წლის გოგი ძველაია ქუთაისის №2 სასჯელაღსულების დაწესებულებაში გუშინ გარდაიცვალა. ოფიციალური ვერსიით, მან თავი ჩამოიხრჩო.

ძველაია  ციხეში ორი დღის წინ გადაიყვანეს. იგი ორ თვეში გირაოს სანაცვლოდ უნდა გათავისუფლებულიყო. მან ციხეში გადაყვანიდან თავი რამდენიმე საათში ჩამოიხრჩო. არაოფიციალური ინფორმაციით, მსჯავრდებულს ციხის ადმინისტრაციასთან ჰქონდა პრობლემები, რის გამოც, მან ციხის ადმინისტრაციიას ცალკე საკანში გადაყვანის თხოვნით წერილით მიმართა.

ძველაია სასჯელს მეორედ იხდიდა. მან საპატიმრო,   მარიამობის დღესასწაულზე,  პრეზინედტის შეწყალების შემდეგ დატოვა. 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1925
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია