დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისი მსოფლიოს ერთადერთი ქალაქია, სადაც გვირილობის დღესასწაული პირვანდელი მნიშვნელობით აღინიშნება
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/10/08 17:00:39

ტუბერკულოზის მკურნალობის სიმბოლოდ  თეთრი გვირილაა მიჩნეული, სწორედ მას უკავშირდება გვირილობის დღესასწაული. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს მასშტაბით ქუთაისი ერთადერთი ქალაქია, სადაც გვირილობის დღესასწაული კვლავ  პირვანდელი მნიშვნელობით 2 მაისს აღინიშნება. გიმნაზიელი გოგოების პატივისცემის ნიშნად,  რომლებიც ტუბერკულოზით დაავადებულთა დასახმარებლად გვირილებს  ჰყიდდნენ, ქუთაისის ცენტრალურ უბანში ძეგლი დაუდგეს.

 „სადღაც ტუბერკულოზი ნიშნავს ტუბერკულოზს ყველგან“-ამ დევიზით გაიმართა ტრეინინგ-სემინარი ქუთაისში

კვალიფიციურმა ტრენერებმა ქუთაისელ ჟურნალისტებს ტუბერკულოზის(TB)  დაავადებისა ნიშნების და არსებული სტატისტიკის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

არსებული მონაცემებით მსოფლიოს ერთი მესამედი ტუბერკულოზითაა ინფიცირებული, მათგან 10 პროცენტი ტუბერკულოზით ავადდება. დაავადებულთა საერთო რიცხვი მსოფლიოში 60 მილიონს აღწევს. აღნიშნული პათოლოგიით ყოველწლიურად 8,5 მილიონი ადამიანი ავადდება 2,7 მილიონი კი იღუპება, რომელთაგანაც 100 000 ბავშვია.

ტუბერკულოზი კაცობრიობის გლობალურ პრობლემადაა აღიარებული. მიუხედავად მძიმე სტატისტიკური მონაცემებისა საგულისხმოა, რომ ჩვენს საუკუნეში ტუბერკულოზი განკურნებადია.

„ უნდა მოხდეს საზოგადოების ინფორმირება  ტუბერკულოზისთვის დამახასიათებელი სიმპტომების შესახებ და ამის საუკეთესო საშუალება მედიის სხვადასხვა საშუალებაა, ჟურნალისტებმა ტელევიზიით თუ პრესით უნდა მოახდინონ საზოგადოების ინფორმირება. რათა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ეს დაავადება განკურნებადია. ჩვენს გარშემო არსებული  ინფორმაცია ტუბერკულოზის გავრცელების შესახებ ხშირად გადაჭარბებულია. მაგალითად საზოგადოებას ჰგონია, რომ აღნიშნული დაავადება  საყოფაცხოვრებო ნივთებით  (ჭიქა, კოვზი, თეფში და ა.შ) გადადის. რაც სინამდვილეს არ შესაბამება. ტუბერკულოზი ძირითადად აირწვეთოვანი გზით გადადის“-აღნიშნა პროფესორმა კახა ვაჭარაძემ.

საზოგადოების არასწორი ინფორმირების გამო, დაავადებული ადამიანი  ხშირად საზოგადოებაში არსებული სტიგმების მსხვერპლი ხდება.

უმნიშვნელოვანესია, რომ ადამიანმა ტუბერკულოზის სიმპტომების (მაღალი ტემპერატურა, ოფლიანობა, ხველება, ტკივილი გულმკერდის არეში) გამოვლენისთანავე, მიმართოს ექიმს და ჩაიტაროს სრულფასოვანი მკურნალობა. აღსანიშნავია, რომ ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მკურნალობა, როგორც სტაციონალურ ასევე ამბულატორიულ რეჟიმში უფასოა და ყველა რეგიონში არის ტუბკაბინეტი, სადაც ტუბერკულოზის საეჭვო შემთხვევის დიაგნოსტიკა და მკურნალობა ხორციელდება.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6312
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია