საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერიაში მმშ-ებმა ერთმანეთი დანიშნეს და კვლავ დაკავებულ პოსტებს დაუბრუნდნენ
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/10/08 13:21:12

დიმიტრი კოპალიანის მერის პოსტიდან წავლის შემდეგ ქუთაისში მერის მოვალეობის შემსრულებელი მესამედ შეიცვალა. პირველად ეს თანამდებობა ვიცე-მერმა კოტე ლომიძემ შეითავსა, დაახლოებით ერთი კვირის წინ ლომიძე მეორევიცე-მერმა თენგიზ თოფურიძემ ჩაანაცვლა. ხოლო გუშინ  ყოფილი მმშ კვლავ დაუბრუნდა პოტს.

 

როგორც კოტე ლომიძე და თენგიზ თოფურიძე psnews.ge-სთან საუბარში აცხადებენ, ხანმოკლე ცვლილება პროცედურების დაცვის მოტივით მოხდა.


„მე ვიყავი მერის მოვალეობის შემსრულებელი და ვიცე-მერებად დავნიშნე თოფურიძე და შარაბიძე. შემდეგ თენგო გადავიდა ამ თანამდებობაზე და დამნიშნა მე ვიცე-მერად. ახლა კი, კვლავ დავუბრუნდი თანამდებობას," – აცხადებს კოტე ლომიძე.


„ეს წმინდა პროცედურული მომენტი იყო. ვიცე-მერებს ნიშნავს მერის მოვალეობის შემსრულებელი. ამიტომ ჯერ ბატონი კოტე იყო ამ პოსტზე და შემდეგ მე დავინიშნე, რათა კოტე ლომიძე ვიცე-მერად დამენიშნა,“–განაცხადა მეორე ვიცე-მერმა თენგიზ თოფურიძემ.


ლომიძე მერის მოვალეობას 4 ნოემბრამდე შეასრულებს, რის შემდეგაც გადაწყდება, ჩატარდება თუ არა კონკურსი ქუთაისის მერის პოსტის დასაკავებლად.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2462
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია