ქუთაისის #2 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში პატიმარმა თავი მოიკლა. გარდაცვლილი პატიმარი არასრულწლოვანია და ის დაწესებულებაში 24 საათის გადაყვანილი იყო.მომხდარის შესახებ განცხადება სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა ციხიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა. მინისტრი ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზებს გაეცნო.
„ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. 16 წლის არასრულწლოვანმა სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. არ ვიცით რა გახდა ამის მიზეზი. პატიმართან სოციალური სამსახურის მუშაკები მუშაობდნენ და შემთხვევამდე საკნიდან პატიმრის თხოვნით ნახევარი საათის გამოსული იყვნენ. გარდაცვლილი პატიმარი ქურდობის ფაქტზე იყო დაკავებული და ციხეში მეორედ მოხვდა. ციხიდან პირველად პრეზიდენტის შეწყალებით გამოვიდა,“ -განაცხადა სოზარ სუბარმა.
ქუთაისის# 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაცვლილი არასრულწლოვანი პატიმრის ვინაობა არ ხმაურდება . ცნობილია, მხოლოდ ის, რომ პატიმარი სენაკიდან არის.