საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერიამ, შესაძლოა, სამი კომპანია სოლიდური თანხით დააჯარიმოს
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/10/07 14:33:21

შპს „მშენებლი 2011“,   შპს  „ექსპოგრაფი“ და სს „დაგი“  შესაძლოა სოლიდური თანხით დაჯარიმდეს. უფრო მეტიც, გამორიცხული არ არის მათი საქმეები სამართალდამცავმა ორგანოებმა შეისწავლონ.

ადგილობრივ თვითმმართველობასთან გაფორმებული ხელშეკრულებების ავტორებს,  ქუთაისის მერია ხელშეკრულების დარღვევაში ედავება. ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის თენგიზ თოფურიძის თქმით, სამივე კომპანიას ვადაგადაცილებისა და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო ჯარიმა უნდა დაეკისროს  და მათი საქმეები  შესაბამის ორგანოებს  გადაეცეს.

ერთ-ერთი კომპანია, რომელსაც მერია სამუშაოების ვადების დარღვევაში ადანაშაულებს, კომპანია „მშენებელი 2011“-ია, რომელმაც 2011 წელს  ადგილოვბრივ თვითმმართველობასთან გაფორმებული ხელშეკრულებით, ქუთაისის ცენტრალური მოედნის კეთილმოწყობის ვალდებულება აიღო. როგორც თოფურიძე ამბობს, შპს -ს სამუშაოები ჯერ კიდევ 2012 წლის 1 მაისს უნდა დაესრულებინა, თუმცა, ჩაბარების ვადებმა 5- ჯერ გადაიწია, რაც,  ასევე კანონდარღვევაა, რადგან არ ყოფილა ფორსმაჟორული გარემოება. მისივე თქმით,   ქუთაისის ცენტრალურ მოედანს ჯერ კიდევ არ აქვს საბოლოო იერსახე, თუმცა, თოფურიძე ვერ ამბობს კიდევ  რა სამუშაოები აქვს შესასრულებელი „მშენებელ 2011“-ს.

კიდევ ერთი დარღვევა ქუთაისის მერიამ ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში აღმოაჩინა.მათი თქმით,   მერიამ თეატრისთვის  შპს „ექსპოგრაფისგან“  სავარძლები შეიძინა, რომლებიც უხარისხო აღმოჩნდა, მაგრამ ამ დრომდე შპს -ს  ამაზე პასუხი არ უგია.

დარღვევა აღმოჩნდა ქუთაისის ბალანჩივაძეების სახელობის ოპერის თეატრის რეაბილიტაციის ხელშეკრულებაშიც. კერძოდ, მერის მოვალეობის თქმით, მერიას  სს „დაგი“-სთან მიღება-ჩაბარების აქტი არ გაუფორმებია, თუმცა, ობიექტი ექსპლოატაციაში მაინც შევიდა.

ქუთაისის მერია კომპანიების მიერ ხელშეკრულებებში დარღვევის ფაქტებზე რეაგირებას ელოდება. უკვე ცნობილია, რომ ცენტრალური მოედნის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ კომპანიას  620104.78 ლარი საჯარიმო სანქციის სახით ეკისრება. რა თანხებით დაჯარიმდენიან შპს  „ექსპოგრაფი“ და სს „დაგი“ და გადაეცემა თუ არა სამივე კომპანიის საქმე სამართალდამცავ ორგანოებს, ჯერჯერობით უცნობია.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2645
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია