საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
წიგნიერების განვითარება
პერევის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი 800 ეგზემპლარით გამდიდრდა
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2013/10/05 17:02:48

არც ისე დიდი ხნის წინ ეროვნული ბიბლიოთეკის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ეროვნული ბიბლიოთეკის ორგანიზებით, 4 ოქტომბერს სოფელ პერევის ბიბლიოთეკა საჩუქრად 1000-მდე წიგნს მიიღებდა და საბიბლიოთეკო სინდიკატის პროექტში ჩაერთვებოდა, რაც  რეგიონული ბიბლიოთეკების, განსაკუთრებით კი, კონფლიქტის ზონების ბიბლიოთეკების, განვითარებას უწყობს ხელს.

 მართლაც, ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევში აიტანეს წიგნები დანიშნულ დროს.  საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ფეისბუქის გვერდი გვამცნობს: ,,4 ოქტომბერს სოფელ პერევის ბიბლიოთეკამ ეროვნული ბიბლიოთეკისგან საჩუქრად 800-მდე წიგნი მიიღო. ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ღონისძიება საბიბლიოთეკო სინდიკატის პროექტის ფარგლებში ჩაატარა. პერევის ბიბლიოთეკისთვის დახმარების გაწევის იდეა კი ჟურნალისტ როლანდ ხოჯანაშვილს ეკუთვნის.
პერევის ბიბლიოთეკაში გამართულ შეხვედრას საჩხერის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, საჩხერის მუნიციპალიტეტის მთავარი ბიბლიოთეკის დირექტორი, თანამშრომლები და ადგილობრივი მედიისწარმომადგენლები დაესწრნენ.
ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა პერეველ კოლეგებს რეგიონული ბიბლიოთეკების განვითარების პროექტი გააცნეს და მათ ელექტრონული განვითარების სინდიკატში ჩართვა შესთავაზეს. ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი პერევის ბიბლიოთეკას ერთკომპიუტერს დაპირდა.
პერევის ბიბლიოთეკას, როგორც საქართველოს სხვა რეგიონულ ბიბლიოთეკებს, მსგავსი მხარდაჭერა არასოდეს ჰქონია.

 პერევის ბიბლიოთეკისათვის კვლავ გაგრძელდება წიგნების შეგროვება. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები წიგნების შეგროვებას თბილისსა და ქუთაისში ორგანიზებულად აპირებენ.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2563
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია