საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
აქცენტი
ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს დაპირება არ გამართლდა, ექიმები კუთვნილ ხელფასს ითხოვენ
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/10/03 13:26:46

გასულ კვირას psnews.ge-სთან საუბრისას ჯანდაცვის მინსტრმა დავით სერგეენკომ აღნიშნა, რომ  სოფლის ამბულატორიების ექიმები სადაზღვევო კომპანიებისგან სახელფასო დავალიანებას მიმდინარე კვირიდან მიიღებდნენ.

„მე მივიღე დაპირება სადაზღვევო კომპანიისგან, რომ შემდეგ კვირაში დავალიანების დიდი ნაწილი დაიფარება, ხოლო რაც დარჩება, მცირე ნაწილი, მისი დაფარვაც მალევე მოხდება. ამის შემდგომ კი ჩვენი ხედვა არის ის, რომ სოფლის ექიმი უნდა იყოს ერთიანი ჯანდაცვის სისტემის ნაწილი“-აღნიშნა სერგიენკომ.

მიუხედავად მინისტრის დაპირებისა, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფლების  ამბულტორიების ექიმებს სადაზღვევო კომპანია „ჯეო ჰოსპიტალსის“-გან კუთვნილი ხელფასი ამ დრომდე არ მიუღიათ.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტების ამბულატორიის ექიმები  psnews.ge-ს დაუკავშირდნენ და აღნიშნეს, რომ მიუხედავად მოლოდინისა, მათ მხოლოდ ხელფასის ის ნაწილი მიიღეს, რომელსაც სახელმწიფო ფარავს.

„თქვენს საიტზე გამოქვეყნებული მასალის შემდეგ, გვქონდა იმედი, რომ მინისტრის დაპირება გამართლდებოდა და სადაზღვევო კომპანია დავალიანებას დაფარავდა, მაგრამ  მიმდინარე თვის ხელფასის მხოლოდ 75 პროცენტი ჩაგვერიცხა, არაფერი არ შეცვლილა და სადაზღვევო  არც ზუსტ დროს გვისახელებს, როდის დაფარავს ექიმების დავალიანებას,“-აღნიშნა პირველი სვირის ამბულატორიის ექიმმა მანანა ცხადაძემ.

 

ექიმების განცხადებით, აპირებენ სადაზღვევო კომპანიას სასამართლოში უჩივლონ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2552
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია