დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პრობლემა
გოგი წულაია „წყალკანალის“ გაუქმებას მოითხოვს
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2013/10/03 12:44:10

მოსახლეობა ბერი თევდორეს ქუჩაზე უხარისხოდ მიმდინარე წყლის მთავარი მაგისტრალის მშენებლობას აპროტესტებს

 

ქუთაისში პარტია „თავისუფალი საქართველოს“  იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე  გოგი წულაია  ბერი თევდორეს ქუჩის მოსახლეობას შეხვდა და იქ მიმდინარე წყლის მთავარი მაგისტრალის მშენებლობის ხარისხი გააპროტესტა. გოგი  წულაიას  განცხადებით,  ეს არის „საორხელოდ გაკეთებული საქმეა“:

„დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა,  რომ ეს მილი სულ მოკლე ხანში ისევ გასკდება და აქ აუცილებლად დადგება  წყლის გუბეები. დღეს მერია ცალკე მოქმედებს, „წყალკანალი“ – ცალკე, ასე არ შეიძლება! უნდა იყოს შეთანხმებული მუშაობა. ამ ქუჩაზე ღვარსადენიც უვარგისია.  ყოველი წვიმის დროს,  გორის მთელი ჭუჭყი აქ ჩამოდის.  ეს ყველაფერი ერთიანადაა გასაკეთებელი, ისე, რომ ყოველ წელს არ მოუწიოთ აქაურობის გადათხრა. ხარისხიანად  უნდა გააკეთონ საქმე,  წყლის პრობლება რომ აღარ იყოს,  ბოლოსდაბოლოს, ამ ქალაქში. თუ ევროპული ცხოვრებისაკენ ისწაფვიან, შეეშვან კომუნისტურ საქმებს!“ – განაცხადა გოგი წულაიამ.

როგორც გაირკვა, ადგილობრივი მოსახლეობაც შეწუხებულია აღნიშნული პრობლემით. მათი განცხადებით, წყლის მარეგულირებელი მილი არასაკმარისად არის ჩამარხული და ნებისმიერ დროს შეიძლება გახეთქოს გამვლელმა მანქანამ. ბერი თევდორეს ქუჩის მცხოვრებმა თამაზ მარგველაშვილმა  „P.S.“-თან საუბრისას განაცხადა, რომ  აღნიშნული მილის პრობლემა უკვე 3 წელია არსებობს. როგორც იქნა დაიწყეს გაკეთება და ისიც  უხარისხოდ. წვიმის დროს გუბეები ივსება და მელი ქუჩა იტბორება, სადღაც ხომ უნდა გავიდეს ეს წყალი? რადგან გასასვლელი არსად აქვს მთელს გზას ტბორავს და ლამის სახლებში შემოვიდეს  ნიაღვარი.  ასფალტთან ძალიან ახლოს არის მილი, აუცილებლად უფრო ღრმად უნდა დამარხონ და მოაწესრიგონ საბოლოოდ ეს პრობლემა,“ –  განაცხადა თამაზ მარგველაშვილმა.

გოგი წულაიას განცხადებით: „საერთოდ უნდა გაუქმდეს „წყალმომარაგების“ კომპანია და მთელი პასუხისმგებლობა მერიამ აიღოს თავის თავზე“.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2688
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია