საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
პრეზიდენტობის კანდიდატი
დავით ბაქრაძე:"როგორც კი შენ აგზავნი სისუსტის სიგნალს, რუსეთის მხრიდან მაშინვე მოდის მეტი აგრესია"
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/10/03 11:22:28

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ გუშინ ტელეკომპანია "ტაბულას" ეთერში  კომენტარი გააკეთა, ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს პრემიერის გაკეთებულ განცხადებაზე, რომ ის , "ათასი სხვა საქმის გამო" დვანში ვერ ჩავა.  ბაქრაძე მიიჩნევს, რომ ეს ძალიან შემაშფოთებელი სიგნალი იყო პრემიერის მხრიდან და, რომ  მთავარია საკითხის მიმართ დამოკიდებულება და დვანელების  სხვა პრობლემებთან გაიგივება მიუღებელია. 

"შემიძლია დავუშვა ის აზრი, რომ პრემიერი დაკავებულია და ვერ ჩადის, მაგრამ როცა ამბობს, რომ ამ ადამიანებს ვერ მოეფერება, რადგან ათასი სხვა საქმე აქვს, ეს ჩემთვის ბევრად უფრო ცუდის ნიშანია. ეს არ არის 1001-ე პრობლემა. მიუღებელია სწორედ ასეთი დამოკიდებულების ფაქტი და არა ის, ვიღაც ჩავა თუ არ ჩავა. დღეს მინისტრებმა იმართლეს თავი, რომ სადღაც მეორე სოფელში ვიყავითო. როცა მინისტრი აკეთებს განცხადებას, რომ რუსეთს სამასი მეტრისთვის ომს ვერ დაწყებს, ამის შემდეგ, ჩავა თუ არ ჩავა მეზობელ სოფელში, ეს უკვე მეათეხარისხოვანია. ომის დაწყება არავის უნდა, მაგრამ როგორც კი შენ, ოფიციალური პირი აცხადებ, რომ მე არაფერს არ გავაკეთებ და მთავარია, რუსეთთან ურთიერთობა არ ამერიოს, ეს არის სისუსტის სიგნალი. როგორც კი ამას იტყვი, მეორე დღეს კიდევ გადმოგიწევენ საოკუპაციო ხაზს, მესამე დღეს კიდევ და ა.შ" - განაცხადა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, ხანდახან ხელისუფლებას უკვირს, რომ ტონის შერბილების საპასუხოდ, რუსეთისგან აგრესიას და საოკუპაციო ზოლის გადმოწევას იღებს. ბაქრაძის შეფასებით, ეს სისუსტის ბრალია.

"როგორც კი შენ აგზავნი სისუსტის, ყოყმანის და ორჭოფობის სიგნალს, რუსეთის მხრიდან მაშინვე მოდის საპასუხო რეაქცია და და ეს რეაქცია არის მეტი აგრესია. თუ შენ რუსეთს მისცემ სიგნალს, რომ სწავლობ ევრაზიული კავშირის თემას და მზად ხარ განიხილო ეს პერსპექტივა, რუსეთის მყისიერი რეაქცია იქნება ის, რომ შეგიქმნას ბევრად მეტი პრობლემა, მეტი ზეწოლა განახორციელოს, რომ უფრო ბეჯითად ისწავლო ეს შესაძლებლობა და ვაიდა, ხვალ მართლა შეხვიდე ევრაზიულ კავშირში. როვა შენ რუსეთს ეტყვი ათასჯერ, რომ მე პოსტსაბჭოთა სივრცეში არ ვბრუნდები და მივდივარ ევროკავშირში, 1001-ედ ის ხელს ჩაიქნევს და იტყვის, რომ როგორც ჩანს, ესენი მართლა ევროკავშირში მიდიან და აზრი არ აქვს, დავანებებ თავს. მაგრამ როგორც კი შენ ერთხელ ეტყვი, რომ მზად ხარ შეისწავლო ევრაზიული კავშირი, ეს არის მისთვის სიგნალი, რის გამოც, უფრო მეტად მოგაწვება და მიგაყენებს კუთხეში" - თქვა ბაქრაძემ გადაცემა "ფოკუსში". 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2482
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია