დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ხალხი და ხელისუფლება
რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/10/02 20:41:42

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო პრემიერისა და მედიის წარმომადგენლების შეხვედრის დროს კონფლიქტისპირა სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრის საკითხს გამოეხმაურა და სპეციალური განცხადება გაავრცელა. გთავაზობთ ამ განცხადებას სრულად:

 

"დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ჟურნალისტებს შორის გამართულ შეხვედრაზე მედიის წარმომადგენელთა ცხოველი ინტერესი გამოიწვია საკითხმა, აქვთ თუ არა კომუნიკაცია ხელისუფლების წარმომადგენლებს კონფლიქტისპირა სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობასთან.

გვინდა განვაცხადოთ, რომ საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო, ისევე, როგორც მთავრობის სხვა წევრები, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს კონფლიქტისპირა სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას და მათ პრობლემებს.

მიმდინარე წლის ბოლო სამ თვეში მინისტრმა დავით ნარმანიამ და მისმა მოადგილეებმა, რეინტეგრაციის სამინისტროსთან და სხვა უწყებებთან ერთად, ათი სხვადასხვა შეხვედრა გამართეს კონფლიქტისპირა სოფლებში, რაც იმას ადასტურებს, რომ სამინისტრო მუდმივად სწავლობს იქ არსებულ ვითარებას და კომპეტენციის ფარგლებში, ეტაპობრივად აგვარებს არსებულ პრობლემებს.

ამ ხნის განმავლობაში:

· გორის მუნიციპალიტეტში, სალთვისი-ტირიფონის საირიგაციო სისტემის რეაბილიტაციის ფარგლებში, ტირიფონისრეაბილიტირებული მაგისტრალური არხი გაიხსნა; სალთვისისა დატირიფონის საირიგაციო სისტემების მაგისტრალური არხები ოკუპირებულიტერიტორიის საზღვარს მიუყვება. კერძოდ, ტირიფონის მაგისტრალური არხიოკუპირებულ ტერიტორიას სამჯერ კვეთს. სწორედ ამიტომ სამუშაოებიგანსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობდა. ტირიფონისსარწყავი სისტემის რეაბილიტაციით, 8500 ჰექტრამდე 14 სოფლის სარწყავისისტემის რეაბილიტაცია მოხდა. ეს სოფლებია: ერგნეთი, მეღვრეკისი,ბროწლეთი, ტირძნისი, თერგვისი, კარბი, ქერე, ტყვიავი, ფლავი,ფლავისმანი, ქვეში, ქიწნისი, მარანა, კარალეთი. სალთვისის სარწყავისისტემის რეაბილიტაციით განსაზღვრულია 9700 ჰექტრამდე 16 სოფლისსარწყავი სისტემის რეაბილიტაცია. ეს სოფლებია: ზემო ნიქოზი, ქვემონიქოზი, ზემო ხვითი, ქვემო ხვითი, ფხვენისი, ყელქცეულა, შინდისი,ახალდაბა, ვარიანი, ვარიანის მეურნეობა, საქაშეთი, ძლევიჯვარი, არაშენდა,დირბი, დვანი, ტახტისძირი. მაგისტრალური არხზე მიმდინარე სამუშაოებს მონიტორინგს მუდმივად უწევდენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მუნიციპალური განვითარების ფონდისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პირველი პირები. თითოეული ვიზიტისას იმართებოდა შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან;

 

· ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტებში, მუნიციპალური ინფრასტრუქტურისა და იძულებით გადაადილებულ პირთა საცხოვრებლის რეაბილიტაციის ფარგლებში, საღოლაშენი-დვანისა და გორიჯვრის რეაბლიტირებული გზები გაიხსნა. საღოლაშენი-დვანის სავტომობილო გზის რეაბილიტაციის შედეგად, 5 სოფლის - საღოლაშენის, ბრეთის, ტახტისძირის, დვანისა და დვირის მოსახლეობას მოუგვარდა გადაადგილების პრობლემა და სახელმწიფო მნიშვნელობის მაგისტრალს დაუკავშირდა. აღნიშნული გზის რეაბილიტაციის შედეგად, ქარელის მუნიციპალიტეტის 5 სოფლის მოსახლეობის გარდა, 2,500 იძულებით გადაადგილებული პირი ისარგებლებს.

 

· საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, პატარა ლიახვის ხეობაში, ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლების - ზარდიანთკარის, დიდი ხურვალეთის, გუგუთაანთკარისა და კოშკას მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით, ოთხი დამატებითი ჭაბურღილის ბურღვა მიმდინარეობს. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ოთხი ჭაბურღილის მშენებლობა. სამუშაოები ორ ჭაბურღილზე უკვე დასრულდა და მუშაობა რამდენიმე დღეში მომდევნო ორ ჭაბურღილზე დაიწყება. პროექტის განხორციელების შედეგად, ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე ოთხ სოფელს წყალმომარაგების პრობლემა მოუგვარდება და მოსახლეობა წყალს ყოველდღიურად მიიღებს.აღნიშნული ობიექტი მინისტრმა დავით ნარმანიამ, მისმა მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა და რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა რამდენჯერმე მოინახულეს. პარალელურად, იმართებოდა შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან;

 

· გაეროს ქალთა ორგანიზაციისა (UN Women) და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივით, 9 ივლისს, გორში, შიდა ქართლში კონფლიქტისპირა სოფლებში არსებულ საჭიროებებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას შიდა ქართლის სამივე მუნიციპალიტეტის - გორის, კასპისა და ქარელის კონფლიქტისპირა სოფლების მოსახლეობა ესწრებოდა. შეხვედრაზე მინისტრმა მოსახლეობისგან მიიღო სრული ინფორმაცია იმ პრობლემებსა და პრიორიტეტებზე, რაც პირველ რიგშია მოსაგვარებელი.

 

· მიმდინარე წლის 8 აგვისტოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია და მისი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები - დავით შერვაშიძე და დავით გალეგაშვილი და გორის მაჟორიტარი დეპუტატი სოსო ვახტანგიშვილი გორის მუნიციპალიტეტის ოკუპირებული ტერიტორიის მიმდებარე რამდენიმე სოფლის მაცხოვრებლებს შეხვდნენ და მათ პრობლემებსა და საჭიროებებს ადგილზე გაეცნენ.

 

· სოფლების - ლამისყანა, ახმაჯი, თვაურები - ტერიტორიაზე გზის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება. სარემონტო სამუშაოები ოქტომბრის ბოლოსთვის დასრულდება. „ეს ერთ-ერთი პრიორიტეტული გზაა ჩვენთვის, რადგან კონფლიქტისპირა ტერიტორიას წარმოადგენს,“ - განაცხადა მოსახლეობასთან შეხვედრისას დავით ნარმანიამ, - „აქ არის ისტორიული სოფლები, რომლის მოსახლეობას, უგზოობის გამო, წლების განმავლობაში უჭირდა გადაადგილება და საკუთარი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ბაზარზე გატანა. ახლა ეს პრობლემა მოიხსება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ, გზის გარდა, აქ დამაკავშირებელი კომუნიკაციებიც კეთდება, კეთდება სკოლასთან მისასვლელი გზაც. დამატებით, უნდა გაკეთდეს, ასევე, საბავშვო ბაღთან და სოფლის ამბულატორიასთან მისასვლელი გზა, რაც ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნაა. ჩვენ ვიხილავთ მათ მიერ დამატებით წარმოდგენილ საჭიროებებს. ვფიქრობ, ეს საკითხიც, ასევე, დროულად გადაიჭრება.“

 

· საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ, მინისტრის მოადგილე შოთა მურღულიამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 21 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის კარალეთი-ქვეშის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. გზის რეაბილიტაცია, როგორც პრიორიტეტი, ადგილობრივმა მოსახლეობამ საერთო კრებაზე გამოკვეთა. აღნიშნული გზის დიდ მონაკვეთზე აღარ არსებობდა ასფალტის საფარი, რის გამოც მასზე გადაადგილება ჭირდა. პროექტის მიხედვით, 9500-მეტრიან მონაკვეთზე დაიგება ახალი ასფალტის საფარი და მოწესრიგდება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. შედეგად, კეთილმოწყობილი გზით სარგებლობას რამდენიმე სოფლის, მათ შორის, კონფლიქტისპირა სოფლების, მოსახლეობა შეძლებს.

 

· ბოლო შეხვედრა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, დავით ნარმანიას დარეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილეს, ქეთევან ციხელაშვილს კონფლიქტისპირა სოფლების მოსახლეობასთან სოფელ კირბალში 24 სექტემბერს ჰქონდათ. შეხვედრას გორის, ქარელისა და კასპის მუნიციპალიტეტების კონფლისქტისპირა ზონაში არსებული ორმოცამდე სოფლის მოსახლეობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მთავრობის წარმომადგენლებმა მათგან მიიღეს სრულყოფილი ინფორმაცია სოფლებისთვის აუცილებელი საჭიროებების შესახებ და, ამასთან, მათ ამ სოფლებში დაგეგმილი კონკრეტული პროექტები და მათი მიმდინარეობა გააცნეს. შეხვედრას გორის, ქარელისა და კასპის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

 

როგორც ამ მოკლე ჩამონათვალიდან ხედავთ, კომუნიკაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან, განსაკუთრებით, კონფლიქტისპირა სოფლებში მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებთან, ინტენსიურად ხდება. ხორციელდება არაერთი პროექტი, რომელიც აქ მაცხოვრებელი ადამიანების ყოველდღიურ ყოფას შეამსუბუქებს. გარდა ამ პროექტებისა, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდითა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამით ამ სოფლებში ათეულობით ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.

 

რაც შეეხება ჟურნალისტთა კითხვას, თუ რატომ არ ჩავიდნენ ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები სოფელ დვანში, მკაფიოდ განვმარტავთ: სამინისტრო, კირბალში შეხვედრის პარალელურად, იხილავდა სოფელ დვანში ჩასვლის საკითხსაც, თუმცა, მივიღეთ გადაწყვეტილება, ისედაც გამწვავებულ ფონზე, როცა ადგილზე შეიარაღებული ოკუპანტები იმყოფებოდნენ, პოლიტიკური თანამდებობის პირთა გამოჩენით უფრო მეტად არ გაგვემწვავებინა ვითარება, ნებით თუ უნებლიეთ, არ გვეთამაშა მაპროვოცირებლის როლი და ამით ადგილობრივი მოსახლეობაც და ქვეყანაც გაცილებით მეტი საფრთხის ქვეშ არ დაგვეყენებინა. ვფიქრობთ, მთავრობის ნებისმიერი პასუხისმგებლიანი წევრი ამგვარად მოიქცეოდა."

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2953
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია