დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თვითმმართველობა
ქუთაისის მერიაში მოსახლეობისგან გადასახადების ამოღების მაჩვენებლით თავს იწონებენ
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2013/10/02 13:51:29

დღეს  ქუთაისის მერიაში მერის მოვალეობის შემსრულებელმა თენგიზ თოფურიძემ და ქუთაისის მერიის დასუფთავების  და  ნარჩენების  მართვის  სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა თამაზ დეისაძემ  ბრიფინგი გამართეს.

ბრიფინგზე წარმოადგინეს დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის სამსახურის 2011-2013 წლების შემოსავლების მონაცემები. როგორც მერის მოვალეობის შემსრულებელმა,  თენგიზ თოფურიძემ განაცხადა: „მოხდა უპრეცედენტო შემთხვევა, მოკლე ვადაში და გადაჭარბებით  შესრულდა  ქალაქის დასუფთავების მოსაკრებლის  გეგმა და  შემოსავალმა საგრძნობლად გადააჭარბა  გეგმით გათვალისწინებულ თანხებს.“

ქუთაისის მერიის დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის,  თამაზ დეისაძის  განცხადებით, მოსაკრებლის გეგმის შესრულება მოხდა იმის გამო, რომ მოწესრიგდა  ბაზები,  მოხდა მოსახლეობის სულადობის ზუსტი აღწერა და  გადახდისუნარიანობა დაიხვეწა ხალხში.

როგორც ბრიფინგზე აღინიშნა,  ანალოგიური ტემპით თუ გაგრძელდა დასუფთავების მოსაკრებლის თანხის ადგილობრივ ბიუჯეტში მობილიზება,  2013 წლის გეგმა წარმატებით შესრულდება.

დასუფთავების მოსაკრებლის გეგმის შესრულება მიმდინარე წლის ივლისის თვიდან აღნიშნული სამსახურის ხელმძღვანელისა და ამ სფეროს კურატორის ცვლილებებს უკავშირდება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2367
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია