დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ხელისუფლება ერთმანეთის პირისპირ
ანდრო ბარნოვი პრემიერს სიცრუეში ამხელს...ანუ ანაკლია და ლაზიკა ერთიდაიგივეა!
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/10/01 16:56:47

 ანაკლია ანუ ლაზიკა - ეს ერთი და იგივეა, აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრო ბარნოვი, პრემიერ-მინისტრის გამონათქვამების საპასუხოდ, რომელმაც თანაინვესტირების ფონდის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ „ლაზიკის პორტის პროექტი აგებდა ანაკლიის პორტთან“.

ასეთი შეფასება ბარნოვმა თავის facebook- ის გვერდზე გაავრცელა და იქვე ლაზიკა–ანაკლიის პორტის პრეზენტაციის ფოტოები გამოაქვეყნა.

სიცრუეში ცხოვრებაც ასეთი უნდა! კითხეთ ერთი პრემიერს, რით განსხვავდება ანაკლიისა და ლაზიკის პორტი? სინამდვილეში, ეს ერთი და იგივეა და ლაზიკას პროექტს თავიდან ანაკლიის პორტი ერქვა. ქვემოთ ვაკრავ ორ ბანერს, რომლის ფონზეც ჩატარდა თავის დროზე ამ პროექტების პრეზენტაცია და რომელზეც დიდი ასოებით აწერია, რომ სწორედ ანაკლიის პორტზეა საუბარი ასევე, აქვე ვდებ პროექტის პრეზენტაციის სლაიდებს!

პრემიერის გენიალური ტყუილის შემდეგ უკვე რამდენიმე ათეულმა ადამიანი დარეკა სამეგრელოდან! მინდა ვუთხრა პრემიერს, რომ საქართველოს მოსახლეობამ გეოგრაფიაც მასზე უკეთ იცის და სინდისიც მეტი აქვთ და ასეთ უტიფარ ტყუილებს კი ისეთი მოკლე ფეხები აქვს, რომ კარებამდე ვერ მიასწრებთ, ჩემო კარგო“- აცხადებს ანდრო ბარნოვი.

თანაინვესტირების ფონდიდან შესაძლოა ანაკლიის პორტის მშენებლობა დაფინანსდეს, აღნიშნულის შესახებ განცხადებაპრემიერმა-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა და განმარტა, რომ საქართველო არის სატრანზიტო ქვეყანა და ასეთი პორტის მშენებლობით ქვეყნის ტვირტგამტარიანობა კიდევ უფრო გაიზრდება. ივანიშვილის განმარტებით, თავდაპირველად იხილებოდა სამი პროექტი და საბოლოოდ არჩევანი ანაკლიის პორტზე შეჩერდა. 
"
თანაინვესტირების ფონდის არსებობა ქვეყანას უკვე აძლევს დიდ რეკლამას და ინვესტორებს აქვთ შესაძლებლობა, სხვადასხვა პროექტებში ჩადონ ფული. ფონდს შესაძლებლობა აქვს არა მხოლოდ თანაინვესტირების, არამედ შესაძლებელია ამ ფონდიდან პირდაპირი ინვესტიციების განხორციელება. საუბარია საშუალო და დიდი პროექტებზე, მაგრამ თუ ინვესტორს ექნება სურვილი საკუთარ პორტში შეიყვანოს თანაინვესტირების ფონდი, მან უნდა მიმართოს ფონდს. საქართველო გახლავთ სატრანზიტო ქვეყანა და ჩვენ განვიხილავთ ანაკლიაში წელიწადში 110 მლნ ტონა ტვირთის გამტარუნარიანობის პორტის მშნებელობას. რომელიც იმუშავებს 12 თვის განმავლობაში. წინა ხელისუფლება კი საუბრობდა ამ პორტის მშენებლობაზე, მაგრამ მათ არც პროექტი ჰქონდათ და არც დასაფინანსებელი თანხა. ვიდრე ანაკლიის პორტს მივანიჭებდით უპიტრატესობას, სამი პროექტი განვიხილეთ, მინდა გითხრათ რომ ლაზიკის პორტი აგებდა ანაკლიის პორტთან. ახლა ვმუშაობთ კონსორციუმის შექმნასა და დაფინანსებაზე", - განაცხადა ივანიშვილმა

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2812
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია