დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
"სოფელი ღონიერია, თუ ხალხი გონიერია!"
სოფლის მეურნეობის განვითარება თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად ცხადდება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/10/01 15:42:01

სოფლის მეურნეობის განვითარება თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად ცხადდება. როგორც ფონდის მმართველი დირექტორი სოფლის მეურნეობისა და უძრავი ქონების სექტორში, გიორგი კიკვაძე, განმარტავს, საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია, თუმცა, მიუხედავად პოტენციალისა, საქართველოში სოფლის მეურნეობის დონე მაინც დაბალია.

მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის 50 %- სოფლის მეურნეობის სექტორშია დასაქმებული, მშპ-ში სოფლის მეურნეობის წილი 8%-ია, რაც უნდა შეიცვალოს. დღეს ქვეყანაში 5 ჯერ მეტი სოფლის მეურნეობის პროდუქცია შემოდის, ვიდრე ექსპორტია, რაც უნდა შეიცვალოს“- აცხადებს კიკვაძე.

როგორც გიორგი კიკვაძე ამბობს, სოფლის მეურნეობის პროექტებს თანაინვესტირების ფონდი ოთხი მიმართულებით განიხილავს, ესენია: იმპორტის ჩანაცვლება, ექსპორტის ზრდა, სოფლის მეურნეობის განვითარების ჯაჭვის შექმნა და სატრანზიტო ჰაბის შექმნა.

იმპორტის ჩანაცვლების პროექტის ფარგლებში სამტრედიაში რძის საწარმოს მშენებლობაა დაგეგმილი. ანალოგიური საწარმოები გაიხსნება ასევე სხვა რეგიონებშიც. იმავდროულად, სოფლად შეიქმნება კოოპერატივები  და ასევე პროექტების დაფინანსებისას ყურადღება გამახვილდება ღორისა და საქონლის ხორცის წარმოებაზე. ექსპორტის ზრდის პროექტის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა საწარმოების მშენებლობა, მათ შორის, ღვინის წარმოება და ასევე – ხილისა და ბოსტნეულის წარმოების გაზრდა და სხვა. რაც შეეხება სოფლის მეურნეობის განვითარების ჯაჭვის შექმნას, გადაწყვეტილია სხვადასხვა შესანახი მეურნეობების მოწყობა. სატრანზიტო ჰაბის შექმნა კი ითვალისწინებს პორტებსა და სხვა საკვანძო ადგილებში სხვადასხვა ცენტრების შექმნას. მაგალითად, სამომავლოდ ანაკლიის პორტთან ხორცისა და ხორბლის შესანახი მეურნეობის მოწყობაა გადაწყვეტილი.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3668
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია