საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
არის თუ არა პარკირება კორუფციული სქემა ქუთაისში და რატომ გრძელდება მუშაობა ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგაც?
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/10/01 14:05:45

პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ქუთაისში, ფალიშვილის ქუჩაზე ავტომობილების მძღოლებისთვის საინფორმაციოგამაფრთხილებელი აქცია გამართეს და მძღოლებს პარკინგისთვის თანხის არ გადახდისკენ მოუწოდეს.

პარტიის იმერეთის ორგანიზაციის ლიდერის განცხადებით, მერიასა და კერძო კომპანიებს შორის არსებულ ხელშეკრულებებს ვადა აქვს გასული და მძღოლებისგან თანხები უკანონოდ იკრიბება, რისთვისაც პასუხი  არა კომპანიის მფლობელებს, არამედ ფულის ამკრებებს ე.წ. "სტაიანშიკებს" მოეკითხებათ. წულაია აცხადებს, რომ პარკირების სისტემა კორუფციული სქემებით ხდება და ფულის შოვნის საუკეთესო საშუალებაა და დღის განმავლობაში დაახლოებით 10 000 ლარი გროვდება.

მისივე განცხადებით, ქუთაისის საკრებულოში აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფლობენ თუმცა რეაგირებას არ ახდენენ, რადგან მხოლოდ პირადი ინტერესებით არაიან დაკავებულნი. წულიამ ასევე აღნიშნა, რომ მის განცხადებას პარკირებების უკანონოდ მუშაობის შესახებ ქალაქის ვიცე-მერი თენგიზ თოფურიძე გამოეხმაურა და დაადასტურა, რომ წლების წინ გამოცხადებულ ტენდერებზე გაფორმებულ ხელშეკრულებებს ვადა აქვთ გასული.

 

პარტია "თავისუფალის საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის წევრების და ვიცე-მერის თენგიზ თოფურიძის ბრალდებას არ ეთანხმება შპს '"პარკინგ ჰოლდინგის" ხელმძღვანელი გოდერძი ქასრაშვილი, როგორც მან ჩვენთან საუბარში განაცხადა, კომპანია მუშაობას კანონის შესაბამისად აგრძელებს

"ტენდერი ექვსი წლის წინ გამოცხადაა და 10 ლოტიდან ჩვენ 3 მოვიგეთ, შესაბამისად ქალაქის მასშატაბით 10 ქუჩაზე არსებულ პარკირების ადგილს ვაკონტროლებთ, ეს მოწესრიუგებული სისტებაა, ბიუჯეტში შეგვაქვს ფული თვეში დაახლოებით 5000 ლარი. რამდენიმე ათეული გაჭირვებული დავასაქმეთ. სამოქალაქო კოდექსი 559-ე მუხლის შესაბამისად  "იჯარის ხელშეკრულების  მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესი, ქირავნობის ურთიერთობის შეწყვეტის ვადის გასვლით. სადაც ვკითხულობთ, რომ:  ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ,  თუ დამქირავებელ ანუ ჩვენ ვსარგებლობთ ნივთით  ვადის გასვლის შემდეგაც და გამქირავებელი ამ შემთხვევაში მერია, ამაზე არ გვედავება,  მაშინ ხელშეკრულება განახლდება განუსაზღვრელი ვადით. სწორედ ამიტომ, რომ ადგილობრივ თვითმმართველობას არანაირი პრეტენზია არ ჰქონია, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას კანონიერად, რას როგორც ჩანს არ არის ცნობიული ბატონი წულაიასთვის"-აღნიშნა გოდერძი ქასრაშვილმა.

მისივე განცხადებით, საკრებულომ უკვე მიიღო დადგენილება პარკირების ადგილებისთვის ხელახალი ტენდერის გამოცხადების შესახებ, თუმცა, როგორც თავად აღნიშნავს, შპს "პარკინგ ჰოლდინგი" ტენდერში მონაწილეობას პარკირების სისტემაში არსებული სირთულეების გამო აღარ მიიღებს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3034
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია