დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
"ნინო ბურჯანაძემ, როგორც შევარდნაძის, ასევე სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ გაბრძოლება შეძლო"
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/09/30 19:32:16

 „ნინო ბურჯანაძე არის გამოცდილი პოლიტიკოსი, მას იცნობენ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის საზღვრებს გარეთაც და რაც მთავარია ღირსეული ოჯახის წევრი-ესაა კრიტერიუმიები, რომლებიც აუცილებელია პრეზიდენტობის კანდიდატისთვის“- ასე დაახასიათეს დღეს პრეზიდენტობის კანდიდატი ნინო ბურჯანაძე პარტია „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოსთვის“ ქუთაისის საარჩევნო შტაბში, სადაც დღესვე "ნინო ბურჯანაძის ნდობით აღჭურვილ პირთა დარბაზი" დაფუძნდდა. დარბაზი 17 წევრისგან შედგება. „ნდობით აღჭურვილ პირთა“ მიზანს, წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩევლებისთვის ბურჯანაძის სამომავლო გეგმის გაცნობა წარმოადგენს. თავის მხრივ პრეზიდენტობის კანდიდატი თავად დარბაზის წევრთაგან მიიღებს რეკომენდაციებს ქუთაისისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.

„ნინო ბურჯანაძე არის ცნობილი პოლიტიკოსი და მას ბევრი დამსახურება აქვს ქვეყნის წინაშე. სწორედ ეს დამსახურებაა იმის მიზეზი, რამაც ჩვენ დღეს აქ მოგვიყვანა და ამ დარბაზის წევრთა რიგებში გაგვაერთიანა. ბურჯანაძე თავად არასოდეს საუბრობს თავის მიღწევებზე, მაგრამ ჩვენთვის ყველა მისი დამსახურება ცნობილია. ის არის პოლიტიკოსი, რომელმაც გაიბრძოლა შევარდნაძის ხელისუფლების წინააღმდეგ, ასევე მან გამოუცხადა ბრძოლა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაღალი კედელი შეარყია. ის არის ძლიერი პოლიტიკოსი, სწორედ ამიტომ თავის დროზე სააკაშვილმა „რკინის ქალბატონი“ უწოდა.  ხშირად ისმის კითხვა, რატომ არ დატოვა მან ნოემბრის მოვლენების დროს თანამდებობა?ეს კითხვა ჩვენც დაგვისვამს მისთვის და ნინო ბურჯანაძის პასუხი იყო: „ მე ოთარაანთქვრივად გადავიქეცი, მაგრამ მათთან ვერაფერს გავხდიო!“-სწორედ ამ სიტყვებმა მოგვიყვანა დღეს აქ“- აღნიშნეს ბურჯანაძის „ნდობით აღჭურვილ პირთა დარბაზის“ წევრმა.

 

ნინო ბურჯანაძის მხარდამჭრთა განცხადებით, მნიშვნელობანია ის ფაქტი, რომ ნინო ბურჯანაძე პრეზიდენტობის კანდიდატად „სახალხო კრების“ მხარადაჭერით არის წარმოდგენილი და აღსანიშნავია, რომ ბურჯანაძემ ქუთაისის მაჟორიტარი-დეპუტატობის პერიოდში ქალაქის განვითარებისთვის არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გაატა.

დღეს "დემოკრატიული მოძრაობის" ქუთაისის საარჩვენო შტაბში, ნინო ბურჯანაძის მეუღლე ბადრი ბიწაძე იმყოფებოდა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2365
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია