საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
წიგნი
„საბას“ ლაურეატ ელგუჯა თავბერიძეს შეხვედრა ბიბლიოთეკაში მოუწყვეს
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2013/09/30 18:19:03

დღეს  ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, დირექტორის, ნარგიზა ჩოგოვაძის თაოსნობით,  მწერალ ელგუჯა თავბერიძესთან შეხვედრა მოეწყო.

გასულ კვირში ბატონი ელგუჯა  ლიტერატურის ერთ-ერთი პრესტიჟული პრემიის, „საბას“,  ლაურეატი გახდა. პრემია საუკეთესო ლიტერატრული კრიტიკისათვის მიენიჭა ელგუჯა თავბერიძის ერთ-ერთი ცნობილ წიგნს „კოლიმგრაფი“. წიგნი ეძღვნება რუს პროზაიკოსს, საბჭოთა დროის პოეტს, ვალერი შალამოვს, რომლის შემოქმედების დიდი ნაწილი საბჭოთა ტყვეთა ბანაკებში არსებულ მდგომარეობას ეხება.

საბიბლიოთეკო ქსელის წარმომადგენლებმა, თანამოკალმეებმა  წარმატება მიულოცეს მეგობარს და მის განსაკუთრებულ ნიჭიერებასა და შრომისმოყვარეობაზე ისაუბრეს.

ქუთაისელები განსაკუთრებულ მადლიერებას გამოხატავდნენ თანაქალაქელის ნამუშევრის დაფასებისათვის, თუმცა იმაზეც შეთანხმდნენ, რომ „ელგუჯა თავბერძის შემოქმედებას არ სჭირდება რაიმე ჯილდო, ის ისედაც სრულყოფილია.“

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2601
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია