დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თანაინვესტირების ფონდი საქართველოში დიდი პორტის აგებას აპირებს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/09/30 15:51:35

დღეს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ თანაინვესტირების ფონდის პრეზენტაცია შედგა.

თანაინვესტირების ფონდი, რომელმაც საქართველოს ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, წარმოებისა და ლოგისტიკის სფეროში 6 მილიარდ აშშ დოლარამდე ინვესტიცია უნდა განახორციელოს, ოფშორულ ზონაში, კაიმანის კუნძულებზე 2013 წლის სექტემბერში დაფუძნდა.

ფონდის დამფინანსებლებს შორის, საქართველოს პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის გარდა, არიან: ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი, ისრაელისა და ყაზახეთის მოქალაქე, მილიარდერი ბიზნესმენი ალექსანდრ მაშკევიჩი, ასევე Dhabi Group, RAK Investment Authority, State Oil Fund of the Republic of Azerbaijan, Batumi Industrial Holdings Limited, Calik Holdings A.S, Milestone International Holdings Group Limited და ა.შ.

ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ დღეს, სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში გამართულ ფონდის პრეზენტაციაზე, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის თანაინვესტირების ფონდის მრჩეველთა საბჭოს წევრადაც მოიაზრება, თუმცა, საბჭოს სრული შემადგენლობა ჯერ ცნობილი არ არის.

თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი ბიძინა ივანიშვილის Unicor Management Company-ის ფინანსური დირექტორი იყო. აღნიშნული კომპანია რუსეთში ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს მას შემდეგ გაყიდა, რაც საქართველოში პოლიტიკური კარიერის დაწყება გადაწყვიტა.

ოფიციალური ინფორმაციით, თანაინვესტირების ფონდის ბიუჯეტი 6 მილიარდი აშშ დოლარი იქნება, საიდანაც 1 მილიარდი აშშ დოლარი ბიძინა ივანიშვილისაა, ფონდი კი პირველი პროექტის განხორციელებას 2013 წლის ბოლომდე დაიწყებს.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, ერთ-ერთი მსხვილი პროექტი, რომელსაც თანაინვესტირების ფონდი დააფინანსებს, ანაკლიაში საქართველოში უდიდესი პორტის მშენებლობა იქნება.


წყარო: tabula.ge

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2354
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია