დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მედია
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ 6 ტელევიზიის წინასაარჩევნო მედია მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/09/30 13:18:09

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული მედიამონიტორინგის შუალედური ანგარიში წარმოადგინა. ქარტია 2 სექტემბრიდან ახორციელებს ექვსი სატელევიზიო არხის (საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის, „რუსთავი 2-ის“, „იმედის“, „მაესტროს“, „კავკასიისა“ და „აჭარის“ ტელევიზიის) მონიტორინგს.

 პროექტი ხორციელდება სლოვაკურ მედიამონიტორინგის ორგანიზაცია MEMO 98-თან ერთად ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“  ფინანსური მხარდაჭერით. მედიის მონიტორინგის წინასწარი ანგარიშის შედეგები 2-15 სექტემბრის პერიოდში გვიჩვენებს, რომ მედია საშუალებების დიდმა ნაწილმა პრაიმ-თაიმში გასულ საინფორმაციო პროგრამებში პოლიტიკური პარტიები და კანდიდატები, ძირითადად, დაბალანსებულად წარმოადგინა. თუმცა, ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ საარჩევნო კამპანიის გაშუქებისას ამ დრომდე ძირითად ყურადღებას აქცევდნენ საარჩევნო შეხვედრების გაშუქებას და ძალიან მცირედ ან საერთოდ არ აშუქებდნენ თავად კანდიდატებსა და მათ პროგრამებს შორის განსხვავებას. 

მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ საზოგადოების მიერ დაფინანსებული საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის  საინფორმაციო გადაცემებში, დაახლოებით, თანაბრად და ნეიტრალურად გაშუქდა როგორც        „ქართული ოცნება“, ისე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ (15.9% და 16.4%).

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მსგავსად კერძო მაუწყებელმა „რუსთავი 2-მაც“ პრაიმ-თაიმში თავისი საინფორმაციო დროის უმეტესი ნაწილი (38.5%)  მინისტრთა კაბინეტის (მთავრობის) გაშუქებას დაუთმო.

კიდევ ერთმა კერძო მაუწყებელის „იმედმა“ დროის უდიდესი ნაწილი (62.3%) მთავრობის გაშუქებას დაუთმო გაშუქების ტონი, ძირითადად, ნეიტრალური იყო.

სხვა ტელევიზიების მსგავსად „მაესტრომაც“ თითქმის მსგავსი დრო დაუთმო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ გაშუქებას.

განსხვავებული აღმოჩნდა ტელეკომპანია „კავკასიის“ მონაცემები. მისი საინფორმაციო და არჩევნებთან დაკავშირებული ახალი ამბების ნახევარი მთავრობას ეძღვნება დაახლოებით,  46% ამ გაშუქებისა დადებითია და მხოლოდ 14%-ია ნეგატიური. რაც შეეხება ორ ძირითად პარტიას, „ქართული ოცნება“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, შესაბამისად, 14.9 და 21.1%-ით გაშუქდა. ტელეკომპანია         „აჭარამ“ თავისი პოლიტიკური და არჩევნებთან დაკავშირებული ახალი ამბების 73.1% მთავრობის ღონისძიებებს მიუძღვნა ეს გაშუქება უაღრესად ნეიტრალური ხასიათის იყო.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისა და „მემო 98-ის“ მიერ ჩატარებული ორკვირიანი მონიტორინგის მონაცემების მიხედვით ჩანს, რომ მედიასაშუალებების უდიდესი ნაწილი წინასაარჩევნო პერიოდს, ძირითადად, დაბალანსებულად აშუქებს და ყურადღების უდიდეს ნაწილს მთავრობას, ორ მთავარ პარტიასა და მათ კანდიდატებს უთმობს. იყო მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა, როცა სატელევიზიო არხებმა მაყურებელს არ მიაწოდეს ოპოზიციური შეხედულება გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით. ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და „მემო 98“ განაგრძობენ წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგს, რათა განსაზღვრონ, თუ რამდენად აქვს ყოველივე ზემოაღნიშნულს ტენდენციის სახე. შემდეგ ანგარიში ასევე დაეთმობა საპრეზიდენტო კანდიდატების გაშუქებისა და პოლიტიკური პროგრამების (დებატები და თოქ-შოუები) ანალიზს.

ქარტია იყენებს „მემო 98-ის“, იმ ორგანიზაციის, მიერ შემუშავებულ მეთოდოლოგიას, რომელმაც ბოლო 15 წლის განმავლობაში მსგავსი პროექტები განახორციელა მსოფლიოს 47 ქვეყანაში.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2322
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია