საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
საპრეზიდენტო არჩევნები 2013
ჭიათურის მაჟრიტარი დეპუტატი საარჩევნო ოლქის წინააღმდეგ
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2013/09/29 10:25:08

ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი, მალხაზ წერეთელი,  ჭიათურის #56 საარჩევნო ოლქის თავმჯდომარისა და ამავე ოლქის მუდმივი წევრის, ზურაბ ქოიავას წინააღმდეგ მიმართვას უგზავნის საინფორმაციო საშუალებებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას.

 მიმართვაში ნათქვამია, რომ #56 საარჩევნო ოლქში ხდებოდა დარღვევები, რომლის აღმოფხვრასაც ჯერ კიდევ არ დაადგა საშველი. წერეთლის განცხადებით, საარჩევნო ოლქის წევრი ზურაბ ქოიავა პრობაციონერია და მას არ აქვს უფლება, იყოს საარჩევნო ადმინისტრაციის წევრი. ამავდროულად, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე პარალელურად მუშაობს სხვა ადგილზეც, ხოლო კომისიის თავმჯდომარე ჯეროვნად არ ასრულებს მოვალეობებს. ოლქის მიერ საუბნო საარჩევნო უბნის ადმინისტრაციები დაკომპლექტებულია არაკომპეტენტური პირებით.

 რადგან ქოიავას მხრიდან უარყოფილია პრობაციონერობა და საოლქო კომისიის მიერ წერეთლის ბრალდებები, ამიტომ მაჟორიტარი დეპუტატი მიმართავს ცესკოს თავმჯდომარეს: ,,შეისწავლეთ ზემოთაღნიშნული ფაქტები (საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების სხვა სამსახურში მუშაობა, კომისიის წევრის პრობაციონერობის თემა), სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან გამოითხოვეთ შესაბამისი დოკუმენტები, რომლებიც დაადასტურებენ ან უარყოფენ შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს. ასევე, გამოიკვლიეთ, რამდენად ჯდებოდა კანონის ფარგლებში საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ქმედებები და ასრულებდა თუ არა იგი კანონით მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს ჯეროვნად.“

 ,,psnews.ge” ამ საკითხებზე კომენტრიათვის დაუკავშირდა  ჭიათურის #56 საარჩევნო ოლქის თავმჯდომარეს, ბატონ მამუკა სამხარაძეს. მისი პასუხები კი ასეთია:

 ,,№56 ჭიათურის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების არჩევა მოხდა კონკურსის პირობების სრული დაცვით. გადაწყვეტილების მიღების დროს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებისათვის განმსაზღვრელი ფაქტორი იყო პრეტედენტების გამოცდილება საარჩევნო კომისიაში მუშაობის მხრივ. ასევე, სხვა ინფორმაცია, რომელიც გვიქმნიდა წარმოდგენას პირის შესაძლებლობების შესახებ (სამუშაო

გამოცდილება, განათლება).

 

 № 56 ჭიათურის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის, ზურაბ ქოიავას პრობაციენერობა

ჩემთვის ცნობილი გახდა ,,ინფო 9“-ის ჟურნალისტის მიერ წარმოდგენილი განაჩენით. თუმცა, რამდენიმე დღეში ქოიავამ  წარმოადგინა ნასამართლობის მოხსნის გადაწყვეტილება. ამის შემდეგ მე ამ საქმესთან დაკავშირებით ყველა დაინტერესებულ პირს განვუცხადე,  რომ რაიმე ღონისძიების გამტარებელი უფლებამოსილი პირი მე არ ვიყავი და შეეძლოთ, მიემართათ შესაბამისი ორგანოსათვის.

 

 საარჩევნო ადმინისტრაციის საპასუხოდ მაჟორიტარის დეპუტატის ბიურომ წარმოადგინა განცხადების ასლი, რომელიც  გასული წლის 14 სექტემბერს საოლქო კომისიის ორმა წევრმა, პაატა გოგოლაძემ და ვალენტინა სკომოროხოვამ შეიტანეს  საარჩევნო ოლქში კომისიის წევრის, ზურაბ ქოიავას, შესახებ. განცხადებაში ეწერა, რომ ბატონი ქოიავა პრობაციონერია და არ ჰქონდა კომისიის წევრობის უფლება. განცხადებაში საკითხის  საპასუხოდ  ეწერა:  ,,ჭიათურის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის, ზურაბ ქოიავას, განცხადებით, იგი პრობაციონერი არ არის. სხვა დამატებითი ღონისძიების გატარება საოლქო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილებას არ წარმოადგენს“. 

დეპუტატი  აღნიშნავს, რომ პრობაციონერობის საკითხზე ქოიავამ წარმოადგინა მხოლოდ სიტყვიერი განცხადება და არა ოფიციალური დოკუმენტი. მისივე აზრით, ქოიავას არაკანონიერად აქვს აღებული რამდენიმე ათასი ლარი ხელფასის სახით.

 გაცნობებთ იმასაც, რომ ,,psnews.ge”-სთვის ცნობილი გახდა საჩხერის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ბატონი ქოიავა ბრალდებული იყო ფერადი ლითონის დატაცებაში და 4 წლის ვადით მიეცა პირობითი სასჯელი, სამწლიანი თავისუფლების აღკვეთის სანაცვლოდ  (2010 წლის 30 ივლისის საჩხერის რაიონული სასამართლოს მოსამართლის, ივანე ყიფიანის მიერ გამოტანილი განჩინების თანახმად).

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3146
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2021 საავტორო უფლებები დაცულია