დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისელი ჟურნალისტები ოკუპაციის წინააღმდეგ გამართულ აქციას შეუერთდნენ
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/09/28 15:36:29

 

ქუთაისში მასმედიის სხვადასხვა საშუალებების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საოკუპაციო ზოლის გადმოწევის გამო, დღეს "პრესის სახლთან" მშვიდობიანი აქცია გამართეს. "არა მცოცავ ოკუპაციას",  "ჟურნალისტები ოკუპაციის წინააღმდეგ"– აცხადებდნენ ჟურნალისტები.

ქართველმა ჟურნალისტებმა სოლიდარობის აქცია სოციალური ქსელის facebook–ის მეშვეობით დაგეგმეს და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია დღეს საოკუპაციო ზოლთან გააპროტესტეს. 

ხვიჩა ვაშაყმაძე (ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი): "ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რათა გავაპროტესტოთ რუსეთის პოლიტიკა. მიგვაჩნია, რომ მართლაც საზღვარი აქვს რუსეთის ასეთ ქმედებას, ცენტრალურმა ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ მომხდარის წინააღმდეგ ხმა აიმაღლოს."

ციცი ჯინჯიხაძე, ჟურნალისტი: "ჩვენ ვაპროტესტებთ ოკუპაციას და ვუერთდებით ჩვენი კოლეგების სოლიდარობის აქცია. დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ოკუპაცია და ამისთვის ხელისუფლებამ ყველა ღონეს უნდა მიმართოს." 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3075
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია