დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
20 წელი სოხუმის დაცემიდან
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2013/09/27 21:46:51

დღეს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოხუმის დაცემის 20 წლისთავთან დაკავშირებით აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობა  იმერეთში  მცხოვრები  აფხაზეთის ომის ვეტერანებსა და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე სპეციალური სტუმარი იყო  „საქართველოს ვეტერანთა საბჭოს დეპარტამენტის“ უფროსის მოადგილე დავით ცირამუა.

„ეს  შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ  თავად გამოვთქვით სურვილი, შევხვედროდით ვეტერანთა საბჭოს წარმომადგენელს, ბატონ დავითს.  დაგროვდა ძალიან ბევრი კითხვა. გვესმის, რომ უჭირთ ვეტერანებს, უჭირთ დაღუპულთა ოჯახებს. ჩვენ  მოვუსმინეთ  მათ პრობლემებს, განვიხილეთ თითოეული მათგანის სატკივარი  და შევეცდებით,  დავეხმაროთ  მათ  ცხოვრების შემსუბუქებაში,“-  განაცხადა „ფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ზაზა ჩაჩავამ.

შეხვედრის დროს გამოიკვეთა პრობლემები, რომლებიც, ვეტერანთა გაცხადებით,  დიდი ხნის წინ უნდა უნდა მოგვარებულიყო.

სოხუმის დაცემის ოცი წლისთავთან დაკავშირებით უნივესრიტეტში მოეწყო ქუთაისელი ფოტოგრაფის,  ჯემალ სირბილაძის მიერ ომის დროს გადაღებული ფოტოების გამოფენაც.

შეხვედრა ქუთაისის მერიის მხარდაჭერით გაიმართა. https://mail.google.com/mail/u/0/images/cleardot.gif

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3508
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია