საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
სანქციები ქართული ენის დასაცავად
პარლამენტი სახელმწიფო ენის ნორმების დარღვევისათვის ჯარიმების დაწესებას გეგმავს
ავტორი: ნატო გუბელაძე
2013/09/27 21:02:09

 

სახელმწიფო ენის ნორმების დარღვევა თანამდებობის პირებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ ადმინისტრაციული წესით პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

სახელმწიფო ენის შესახებ“  კანონში ცვლილების გარდა, ცვლილებების შეტანა იგეგმება „საჯარო სამსახურის შესახებ“, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონებში და „ადმინისტრაციულ სამართლდაღვევათა კოდექსში“. 

უნდა შეიქმნას სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული ორგანო (ენის დაცვის ინსპექცია), რომელიც საქართველოს მთავრობას დაექვემდებარება და კონტროლს გაუწევს ოფიციალურ დოკუმენტაციას, რეკლამებს, მედიის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას და გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში, სანქციები დაწესდება. ენის დაცვის ინსპექცია ბიუჯეტიდან ყოველწიურად 2 მილიონი ლარით დაფინანსდება.

კოდექსის მიხედვით, თანამდებობის პირის მიერ სახელმწიფო ენის არცოდნის მოტივით განცხადების ან წერილობითი დოკუმენტის მიღებაზე უარის თქმა, გამოიწვევს თანამდებობის პირის დაჯარიმებას 200 ლარიდან 500 ლარამდე. ხოლო იგივე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში  ჯარიმა 500 ლარიდან 1 500ლარამდე იზრდება.

ასევე, ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს ფიზიკური პირისათვის ენობრივი ნიშნით განათლების არჩევის უფლების შეზღუდვა დისკრიმინაცია. აღნიშნული ქმედება ფიზიკური პირის შემთხვევაში 200 -დან 500 ლარამდე, ხოლო    იურიდიული პირის შემთხვევაში 500 ლარიდან 1 500 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. დანაშაულის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კი ფიზიკურ პირზე ჯარიმის ოდენობა 500 დან 1 500 ლარამდე,ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში  3000 ლარამდე ადის

ამავე კანონის მიხედვით, ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დარღვევისათვის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ექვემდებარებიან მასობრივი ინფორმაციის საშუალებები. ჯარიმა პირველ ჯერზე 1 000-დან 5 000 ლარამდე, ხოლო განმეორების შემთხვევაში 10 000 ლარამდე იზრდება.

 „მედია, პირველი გულშემატკივარი და პატრონი უნდა იყოს ამ საკითხის და თუკი ზოგჯერ ენის სახელმწიფო ინსპექცია, რომლის დაარსება ჩადებულია ამ კანონში, მოაგონებს მედიას თავის ვალდებულებებს და ზოგჯერ, ხუმრობით რომ ვთქვათ, ყურს აუწევს, ამაში ცუდი არაფერი არ იქნება. იგეგმება სახელმწიფო ენის ინსპექციის შექმნა. ახალი სტრუქტურა საქართველოს მთავრობას დაექვემდებარება, მოახდენს მონიტორინგს, რეკომენდაციებს და შესაბამის შემთხვევაში დააჯარიმებს მასობრივ საინფორმაციო საშუალებებს“, – განუცხადა ჟურნალისტებს კანონპროექტის ერთ–ერთმა ავტორმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ივანე კიღურიძემ.

კანონპროექტში არ არის აღნიშნული, რა ნორმებს უნდა აკმაყოფილებდნენ საინფორმაციო საშუალებები. ივანე კიღურაძის თქმით, ნორმების დაწესებაზე სპეციალური კომისია უახლოეს დღეებში იმსჯელებს.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1798
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია