დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პარლამენტი
ზურაბ აბაშიძე: საზღვართან არსებული პრობლემები 2008 წლიდან დაიწყო
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2013/09/27 19:02:35

რუსეთთან ურთიერთობების საკითხში  პრემიერის წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ   პარლამანტში, ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე,  რუსეთთან სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებზე, საჰაერო მიმოსვლის აღდგენასა და სატრანსპორტო კავშირებზესასაზღვრო ზოლზე არსებულ მდგომარებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ქართული ხელისუფლების მოსაზრებები ყოველთვის კრიტიკულია რუსეთთან  მიმართებაში.

ბუნებრივია, კითხვები იბადება საოკუპაციო  ზოლთან  არსებულ სიტუაციაზე. რუსეთის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე ყოველთვის ხაზგასმით ვაფიქსირებ საქართველოს მთავრობის უაღრესად კრიტიკულ პოზიციას, გამოვთქვამ შეშფოთებას, მაგრამ ამ თემების განხილვა უფრო დეტალურად ჟენევაში ხდება, სადაც ამ პრობლემის განსახილველად შექმნილია სპეციალური საერთაშორისო ფორმატი.

აბაშიძემ  რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის არსებობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უამრავი სირთულის მიუხედავად, ქართული პროდუქცია კვლავ რუსულ ბაზარზეა.

ჩვენ გავხსენით რუსული ბაზარი, რომელიც 2006 წლის ემბარგოს შემდეგ დაიხურა. ახლა დიდი ძალისხმევით, უამრავი სირთულის,  პრობლემის მოგვარების შედეგად, ეს ბაზარი გაიხსნა და ჩვენი პროდუქცია რუსეთში  შევიდა. დღეს, მეწარმეებმა პოლიტიკოსებზე კარგად იციან, რომ გარკვეული რისკის მატარებელია ეს ფაქტი. ჩვენ არავის მოვუწოდებთ რუსულ ბაზარზე დაბრუნებას, არც არავის ხელს არ ვუშლით და არ ვიჭერთ. ეს ცალკეული კომპანიების გადასაწყვეტია და როგორც ვხედავთ, ამის ინტერესი არის. ღვინის ძალიან დიდი მარაგი შევიდა რუსულ ბაზარზე და სატრანსპორტო კომპანიებიდაინტერესებული არიან ბაზრის გახსნით.

ზურაბ აბაშიძე რეგულარულ საჰაერო რეისებზეც ისაუბრა:

ქართული კომპანიებს დავალიანება 90-იანი წლებიდან მოევს, როგორც რუსული მხარე გვეუბნება და ეს მართლაც წააგავს სიმართლეს,  იმ კომპანიებს სანავიგაციო სამსახურების მიმართ დაუგროვდათ რაღაც ვალები. დღეისათვის აღარ არსებობსეს კომპანიები, მაგრამ ვალი დარჩა. ვინ ნდა გადაიხადოს ეს ვალი?  ახლა ამაზე მიდის მუშობა, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს დარეგულარული რეისები აღდგეს. ეს ხელს შეუწყობს ტუისტების ზრდა, ეკონომიკურადაც უფრო საინტერესოა, ალბათ ავიაბილეთების ფასის დაწევასაც გამოიწვევს და .."

საოკუპაციო ზოლთან სასაზღვრო-სადემარკაციო სამუშაოებზე ზურაბ აბაშიძე ამობსრომ  ეს მიზანმიმართული პროცესია და არღვევს საერთაშორისო ნორმებს.

ეს არის 2008 წლის შედეგი, მიზანმიმართულად წარმოებული პროცესი, რაც ჩვენთვიაბსოლუტურად მიუღებელია. საერთაშორისო ნორმების, სამართლისდარღვევა და ჩვენ ამას არასდროს შევეგუებით."

ზურაბ აბაშიძე პარლამენტში  შეხვედრას საინეტრესოს უწოდებს და აცხადებს, რომ აუცილებელია, დეპუტატები და მედიასაშუალებები  ამ საკითხებზე დეტალურად იყვნენ ინფორმირებული და ზუსტად იცოდნენ, რა ნაბიჯები იდგმება რუსეთთან ურთიერთობებში.

ძალიან სასარგებლო შეხვედრა იყო.  აუცილებელია, რომ პარლამენტი საქმის კურსში იყოს ასეთი სერიოზული საკითხების შესახებ. მე აქ მესამედ ვარ უკვე, თუ დიალოგი გაგრძელდება, მზად ვარ, კიდევ ჩამოვიდე პარლამენტში და საქმის კურსში ჩავაყენო დეპუტატები, ჩვენი საზოგადოება, მედია. ჩვენი თხოვნაა პარლამენტარების მიმართ, რომ თუ აქვთ საინტერესო მოსაზრებები, წინადადებები, იდეები  იმის თაობაზე, შემდეგ ეტაპზე რუსეთთან დიალოგის დროს რა განვიხილოთ, ძალიან მადლობელი ვიქნები. იყო საინტერესო და კრიტიკული კითხვები“.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3293
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია