დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ეკონომიკური ხედვა
გაიგე, რა არის შენი სახელმწიფოს ფასი!
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/09/27 16:30:33

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა გამართა ახალი პროექტის - „სახელმწიფოს ფასი“ პრეზენტაცია.

ვებ-გვერდი „სახელმწიფოს ფასი“ www.priceofthestate.ge საჯარო ფინანსების კვლევის ინოვაციური საშუალებაა. პორტალში თავმოყრილია ინფორმაცია სახელმწიფო შემოსავლებისა და დანახარჯების შესახებ. დეტალურადაა წარმოდგენილი თუ რამდენს და რა მიმართულებით ხარჯავს სახელმწიფო და როგორ იცვლება ეს ციფრები დინამიკაში.

გადასახადის გადამხდელი მხოლოდ დასაქმებული პირი არ არის. თითოეული ადამიანი გადასახადს იხდის მაშინაც, როცა ყიდულობს პროდუქტს ან მომსახურებას. საქართველოში მოქალაქეებისათვის პრაქტიკულად უცნობია მათ მიერ გადახდილი გადასახდელებიდან რამდენი მიდის სახელმწიფო ბიუჯეტში და რაში იხარჯება ეს თანხები.

·         რამდენია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი?

·         რამდენს აგროვებს სახელმწიფო გადასახადების სახით ყოველწლიურად?

·         რამდენია სახელმწიფოს ვალი?

·         რამდენს იხდი ჯანმრთელობის, განათლების და სხვა პროგრამების, ვალის მომსახურების, ან საჯარო მომსახურეების შრომის ანაზღაურებაში?

·         რამდენს მუშაობ შენთვის და რამდენს სახელმწიფოსთვის?

·         რამდენს იხდი რეალურად იმ მომსახურებაში, რომელსაც სახელმწიფო „უფასოს“ უწოდებს?

ვებ-გვერდზე მიიღებთ პასუხს ამ კითხვებზე. მონაცემები სისტემატიზირებულადაა წარმოდგენილი და იოლი გამოსაყენებელია მომხმარებლისათვის.

ინოვაციურია საბიუჯეტო დანახარჯების ანალიზი ერთ სულ მოსახლეზე და ერთ დასაქმებულზე, რისი მეშვეობითაც შეგვიძლია შევაფასოთ სახელმწიფოს ნამდვილი „ტვირთი“ თითოეული მოქალაქისა და თითოეული დასაქმებულისათვის. საბიუჯეტო ინფორმაციის გარდა, გვერდზე განთავსებულია არაერთი სიმულაციური სტილის „თამაში“, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად უკავშირდება საბიუჯეტო სახსრებს და მონაცემთა ვიზუალიზაციის ფუნქციას ასრულებს. ესენია: „სახელმწიფო დანახარჯების რუკა“, „რამდენს იხდი შენ“, „იყიდე შენი სახელმწიფო“, „სახელმწიფო სერვისების ჩეკი“. 

კვლევის ამგვარი პრაქტიკის დანერგვა და საზოგადოებისთვის მათთვის გასაგები ფორმით მიწოდება დაეხმარება მოქალაქეებს გაიაზრონ საკუთარი ფინანსური როლი სახელმწიფოში, რაც თავის მხრივ გაზრდის მათ მოქალაქეობრივ თვითშეგნებას. დაინტერესებულ პირს შეეძლება იხილოს საბიუჯეტო დანახარჯების დაფინანსების წყაროები, შეაფასოს მათი აუცილებლობა, გაანალიზოს ამ დანახარჯების ეკონომიკური მიზანშეწონილობა. ამგვარად, პროექტის მიზანია მოქალაქეებისთვის ცოდნის გაღრმავება და ინფრომაციის მიწოდება, რათა მათ შეძლონ აქტიურად და კრიტიკულად ჩაერთონ საბიუჯეტო პროცესის ყველა ეტაპზე - ფორმირება, გადანაწილება, შესრულება და მონიტორინგი. საბიუჯეტო პროცესების და სამთავრობო პრიორიტეტების სწორად აღქმა მნიშვნელოვანი ნაბიჯია პოლიტიკურად აქტიური მოქალაქეებისა და ანგარიშვალდებული მთავრობისაკენ.

პროექტი წარმოადგენს სლოვაკური www.priceofthestate.org ქართულ ანალოგს, რომელიც სლოვაკეთში განხორციელდა ეკონომიკისა და სოციალურ მეცნიერებათა ინსტიტუტის (INESS) მიერ

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2905
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია