დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საკანონმდებლო ცვლილებები
მარტოხელა დედების სამსახურიდან გათავისუფლება კანონით შეიზღუდება
ავტორი: ნატო გუბელაძე
2013/09/27 16:06:34

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელს, ფონდ ღია საზოგადოება -საქართველოსა და USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტის „სისტემური ცვლილებების ხელშეწყობა მარტოხელა დედებისთვის, სოციალური და სამართლებრივი გარანტიების უზრუნველსაყოფად“ ფარგლებში, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობით, მომზადებული აქვს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც შეეხება „მარტოხელა დედის“ სამართლებრივი სტატუსის ასახვას საქართველოს კანონმდებლობაში, აგრეთვე მსგავსი კატეგორიის პირებისათვის სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შექმნას.

 

ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში: „საქართველოს შრომის კოდექსში“ შევა შემდგომი ცვლილებები და დამატებები: მე-17 მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით აიკრძალება ორსული ან ახალნამშობიარები ქალის, მარტოხელა დედისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონეპირის ზეგანაკვეთურ სამუშაოზე დასაქმება მისი თანხმობის გარეშე. ასევე კანონის მე-19 მუხლის თანახმად დასაქმებულ მარტოხელა დედას მისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა დამატებითი შესვენება დღეში არანაკლებ 1 საათისა. მარტოხელა დედისათვის მიცემული აღნიშნული შესვენება ითვლება სამუშაო დროში და ანაზღაურდება.

 

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე შეიზღუდება მარტოხელა დედის სამსახურიდან განთავისუფლება

ბავშვის 5 წლის ასაკამდე აღზრდის პერიოდში.

 

დარედაქტირდება და ცვლილებები შევა ასევე კანონთა შემდგომ ჯგუფში: კანონში „სოციალური დახმარებების შესახებ“ „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში“ და „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში“.

 

 

საქსტატის მონაცემებით, 2000-2013 წლის ჩათვლით საქართველოში 3000 ბავშვია დაბადებული, რომელთა დაბადების მოწმობაში, მამის გრაფა ცარიელია. ამ მშრალი ციფრების მიღმა, საკუთარი მამებისაგან უარყოფილი ბავშვები და ასობით ქალია, რომელთაც განსაკუთრებული ზრუნვა და სამართლებრივი დაცვა სჭირდებათ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3297
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია