ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ქალაქის მასშტაბით 159 ათასი ამომრჩველია რეგისტრირებული. მათგან მხოლოდ 143 ათასია რეალური ამომრჩეველი. დახლოებით 15 ათასი კი ე.წ. სტატუსიანი ამომრჩეველია.
უცნობია რამდენი დამკვირვებელი გაუწევს მონიტორინგს ხმის მიცემის პროცესს. როგორც საოლქოში ამბობენ, ადგილობრივი დამკვირვებლები საარჩევნო კომისიაში ჯერჯერობით არ დარეგისტრირებულან. საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, თითოეულ უბანზე საოლქო საარჩევნო კომისიის ორი და სადამკვირვებლო ორგანიზაციის ორი წარმომადგენელი დაიშვება.