მარიონეტების თეატრის დამაარსებლის, ცნობილი ქართველი სცენარისტისა და რეჟისორის რეზო გაბრიაძის ინიციატივით 28 და 29 სექტემბერს ქუთაისს ორი სპექტაკლით „ჩემი გაზაფხულის შემოდგომა“ და „რამონა“ მარიონეტების თეატრი ესტუმრება. „რამონა“ მარიონეტების თეატრის სრულიად ახალი და ქუთაისელებისთვის აქამდე უცნობი სპექტაკლია.
წარმოდგენები მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართება.
გაბრიაძის თეატრის ქუთაისური გასტროლების პარტნიორი ქუთაისის მერიის კულტურის, განათლების და ძეგლთა დაცვის სამსახურია. რეზო გაბრიაძის ყველა თაყვანისმცემელს და იმ ადამიანებს, რომელთაც დიდი მაესტროს მიერ შექმნილი ქუთაისის ლეგენდა უყვართ, ექნებათ „ჩიტი ბორიას“ თუ შეყვარებული ორთქმავლების ისტორიის ნახვის საშუალება, რადგან ბატონი რეზოს ინიციატივით მარიონეტების თეატრი უსასყიდლოთ ჩუქნის სპექტაკლებს ქალაქს.