დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზი“-ში
სპონსორი: PSnewsGE
ეუთოს დამკვირვებლები ქუთაისში საარჩევნო გარემოს ეცნობიან
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/09/26 17:52:53

 

ეუთოს სადამკვირვებლო  ჯგუფი უკვე ქუთაისში იმყოფება.   უცხოელი დამკვირვებლები იმერეთის მასშტაბით საარჩევნო უბნებზე გადანაწილდებიან და ხმის მიცემის  პროცესს დააკვირდებიან .

"გუშინ ჩამოვედით და დავიწყეთ გარემოს შესწავლა. ძალიან ბევრი დოკუმენტაცია გადმოგვცეს. უკვე გვაქვს პრეზიდენტობის კანდიდატების სიაც. ჩვენი მთავარი  მიზანია მხოლოდ მონიტორინგი და მოვლენების ობიექტური შეფასება",– განაცხადა ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელმა  ჟაკლინ მულდერმა.

"მივესალმები მათ ჩამოსვლას. ჩვენ  ჩვენის მხრივ ყველანაირად დავეხმარებით რაც შეგვიძლია. ვფიქრობ, რომ ეს არჩევნები იქნება სამაგალითო",– ამბობს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი კოტე ლომიძე.

ეუთოს დამკვირვებლებს ქუთაისში საკუთარი ოფისი უკვე აქვთ. სადამკვირვებლო ჯგუფი ქალაქში არჩევნების დასრულებამდე დარჩება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2274
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2021 საავტორო უფლებები დაცულია