დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გიორგი თარგამაძე NDI–ს კვლევებით კმაყოფილია
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/09/26 16:03:44

პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი თარგამაძემ NDI-ის კვლევები შეაფასა. როგორც გიორგი თარგამაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საარჩევნო პროცესში საზოგადოების განწყობების კუთხით ნებისმიერი კვლევა თავისი შედეგებით საინტერესოა. 
"კვლევა ყველა ს
აარჩევნო შტაბისთვის, ყველა კანდიდატისთვის არის კარგი სახელმძღვანელო, რათა ჩვენი საარჩევნო პროგრამები და აქტივობები ორიენტირებული იყოს საზოგადოების ინტერესებზე", - განაცხადა გიორგი თარგამაძემ. 
მისი თქმით, პოლიტიკურ რეიტინგებთან დაკავშირებით მხარდაჭერა და კეთილგანწყობა "ქრისტიან-დემოკრატების", მათ შორის მის მიმართ გაზრდილია, რაც საფუძველს იძლევა იმისთავის, რომ ის კიდევ უფრო აქტიური იყოს და უფრო მეტი მიზეზი მისცეს ამომრჩეველს არჩევნებზე მხარდაჭერისთვის. 
"როგორც კვლევიდან ჩანს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ჩატარების ალბათობა საკმაოდ დიდია. რამდენად იქცევა ალბათობა რეალობად, ეს ოპოზიციური საპრეზიდენტო კანდიდატების აქტიურ საარჩევნო კამპანიაზე, დებატებში დამაჯერებელ მონაწილეობაზე, ჩვენს პროგრამაზე, იდეებსა თუ შეთავაზებებზეა დამოკიდებული", - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.
ამასთან, პრეზიდენტობის კანდიდატმა საქართველოს პრეზიდენტის გაეროში გამოსვლა და პრემიერ-მინისტრის ექსპერტებთან შეხვედრაც შაფასა.
"პრეზიდენტის გაეროში გამოსვლის შინაარსთან დაკავშირებით ხარვეზის მოძებნა გაგვიჭირდება, მაგრამ მთავარი პრობლემა არის ის, რომ საქართველოში რუსეთის მიერ ევროპული, დემოკრატიული და დასავლური ღირებულებების დისკრედიტაციაზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თავისი მართვის სტილით იყო სწორედ რუსეთის "ღირსეული" მოკავშირე დასავლური ღირებულებების დევალვაციის პროცესში", - აცხადებს თარგამაძე. 
რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის ექსპერტებთან შეხვედრის შეფასებას, გიორგი თარგამაძემ აღნიშნა, რომ ყოვლად წარმოუდგენელია, ქვეყენაში აგრესიული ანექსიის ფონზე პრემიერი პოულობდეს ოთხ საათს იმისთვის, რომ "საქმე გაურჩიოს" ექსპერტებს და დატუქსოს ისინი იმ მოსაზრებების გამო, რომელიც მას უბრალოდ არ მოეწონა. 
"უაღრესად საინტერესო სანახაობა ვნახეთ გუშინ და ყველასთვის მნიშვნელოვან და მტკივნეულ კითხვაზე მივიღეთ პასუხი, რომ რუსეთს ტერიტორია ოლიმპიადისთვის ჭირდება და გაგებით უნდა მოვეკიდოთ. ეს მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს მთავრობა ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ღრმა კოჰაბიტაციაშია შესული არა მხოლოდ "ნაციონალურ მოძრაობასთან", არამედ რუსეთის ხელისუფლებასთან", - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2699
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია