საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ნინო ბურჯანაძე: "პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის სამარცხვინო კვლევა"
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/09/26 15:52:37

პრეზიდენტობის კანდიდატმა ნინო ბურჯანაძემენდიაისგამოქვეყნებულ კვლევებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. „პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის სამარცხვინო კვლევა. მე ვთვლი, რომენდიაის საქართველოს ბიუროს უნდა ჰყოფნოდა იმდენი გონიერება, რომ მას შემდეგ რაც შარშან ამ დროს არჩევნებამდე დადო კვლევა 40 %–იანი ცდომილებით, როდესაც გვიმტკიცებდა რომ პირველ ადგილზეანაციონალური მოძრაობა“ 70%–ით, მეორეზე თარგამაძე 30%–ით და ბიძინა ივანიშვილი ლამის საერთოდ არ იყო ამ კვლევებში, ამ სამარცხვინო კვლევების შემდეგ იგივე შეცდომა არ დაეშვა. ეს უკვე აღარ არის შეცდომა, ეს არისენდიაისგამიზნული პოლიტიკა, რომ საზოგადოება წინასწარ შეაგუოს არჩევნების გაყალბებას.

მათ ძალიან კარგად უნდა ესმოდეთ, რომ არჩევნებს ვერ გააყალბებენ, რადგან მაშინ ტოტალურად უნდა გაყალბდეს არჩევნები, რომ მარგველაშვილი გავიდეს პირველ ადგილზე, ხოლო ბაქრაძემეორეზეტოტალურ გაყალბებას საქართველოს მოსახლეობა არ დაუშვებს. მე მინდა გავაფრთხილოენდიაიდა დასავლური ინსტიტუტები, რომლებიც ცდილობენ, რადაც არ უნდა დაუჯდეთ, გააცოცხლონ მათი მონანაციონალური მოძრაობადა ისევ მოასვან ისინი ქართველ ხალხს თავზე, რომ ძალიან ცუდად დამთავრდება ეს ყველაფერი. ამას ქართველი ხალხი არ მოითმენს და დასავლეთის მიმართ განწყობები ქვეყანაში რადიკალურად ნეგატივისკენ შეიცვლება. მე ვაფრთხილებ ჩვენს დასავლელ მეგობრებს, ნუ აკეთებენ ამას.“

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2379
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია