დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის საქალაქო ტრანსპორტი შესაძლოა იაპონურმა ელექტრო-ავტობუსებმა ჩაანაცვლოს
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/09/26 12:27:44

ქუთაისის საქალაქო ტრანსპორტი შესაძლოა, იაპონურმა ელექტრო-ავტობუსებმა ჩაანაცვლონ

შესაძლოა ქუთაისში მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი იაპონურმა ელექტრო ავტობუსებმა ჩაანაცვლონ. აღნიშნულის შესახებ psnews.ge-ის მერის მოვალეობის შემსრულებელი კოტე ლომიძე ესაუბრა. როგორც ლომიძემ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, არსებული ტრანსპორტის ელექტრო-ავტობუსებით ჩანაცვლებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა ჯერჯერობით იდეის დონეზეა და როდის მოხდება პროექტის განხორციელება ზუსტი თარიღი უცნობია.

„ჩვენთან თბილისიდან იყო დელეგაცია ჩამოსული და გვქონდა მსჯელობა საქალაქო ტრანსპორტზე მოძრავი ავტობუსების იაპონური ელექტრო ავტობუსებით ჩანაცვლებაზე. ქუთაისი იქნება ექსპერიმენტალური ქალაქი და პირველად ჩვენთან დამკვიდრდება აღნიშნული ტრანსპორტი, რომელიც არის ეკოლოგიურად სუფთა, არ მოიხმარს საწვავს და დენზე დაიტენება. მათი შენახვა 10-ჯერ იაფი ჯდება. არ მინდა იფიქროს ვინმემ, რომ ამით მძღოლებს რაიმე პრობლემა შეექმნებათ, პირიქით მათ მუშაობა გაუადვილდებათ და გადასახადიც ნაკლები ექნებათ. სწორედ ის ადამიანები იმუშავებენ, რომლებიც ამჯერად მუშაობენ ქალაქის ტრანსპორტზე. რაც მთავარია გაიაფდება მგზავრობის საფასური, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს ამ დროისათვის, მხოლოდ იდეის დონეზეა და მოლაპარაკებები გრძელდება. ჩვენ გვაქს ცენტრალური ხელისუფლების იმედი, რომ ქუთაისში აღნიშნული პროექტი განხორციელდება“.-აღნიშნა კოტე ლომიძემ, მისივე განცხადებით, არაა გამორიცხული ელექტრო ავტობუსების შეძესაძენად ფული კერძო პირებმაც ჩადონ.

კოტე ლომიძემ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუნიციპალურ ტრანსპორტად გადაკეთებაზეც გააკეთა განცხადება, მის თქმით, ეს მარტივი პროცესი არაა, თუმცა ქალაქის ტრანსპორტს მონოპოლიისგან გაათავისუფლებს.

„ქუთაისი პატარა ქალაქია და ყველამ კარგად იცის ვინ რას ფლობს, რამდენიმე პიროვნების ხელშია ქალაქის ტრანსორტი. ერთ ადამიანს დაახლოებით 10 ხაზი აქვს, თუმცა ეს ადამიანები არ ჩანან. როგორც კი ხდება მათი ხაზის 15 -17 პროცენტით გადაფარვა , ეგრევე გაფიცვა ხდება, უბრძანებენ მძღოლებს და ისინიც მუშაობას აშერებენ. მათ გონიათ, რომ ჩვენ არაფერი ვიცით. ჩვენთვის ყველაფერი ცნობილია, მაგრამ დაუწერელ კანონს ვიცავთ, რადგან გაფიცვები არ გვჭირდება და მძღოლებასც ვუფრთხილდებით“-აღნიშნა კოტე ლომიძემ.

 

PSNEWS.GE მერის მოვალეობის შემსრულებელს სხვა აქტუალურ თემებზეც ესაუბრა, რატომ იხდიდა კოტე ლომიძესასჯელს, რას საქმიანობდა ვიცე-მერობამდე და რას ფიქრობს დიმიტრი კოპალიანის მმართველობაზე იხილეთ გაზეთ „P.S.“-ის უახლესი ორშაბათის ნომერში.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2786
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია