დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის საკრებულოს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრს კომისიის ობიექტურობაში ეჭვი ეპარება
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/09/25 13:28:44

საკრებულოს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე მამუკა მღვდელაძე მერიაში გამოცხადებული კონკურსის საბოლოო შედეგებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნების არსებობას არ გამორიცხავს და ამბობს, რომ  კონკურსი იდეალური ვერ იქნება.

„მე არ მაქვს იმის პრეტენზია, რომ ეს კონკურსი იქნება ყველაზე კარგი, რაც კი აქამდე ადგილობრივ თვითმმართველობაში ჩატარებულა. არ გამოვრიცხავ, რომ კომისიის მუშაობის დასრულების შემდეგ დარჩეს კითხვებიც. მაგალითად,  შესაძლოა, კონკურსანტთა განაცხადების განხილვის დროს იმოქმედოს  პოლიტიკურმა  სიმპათიებმაც," – განაცხადა მამუკა მღვდელაძემ.

მღვდელაძე ასევე ალოგიკურს უწოდებს ვაკანსიებზე წარსადგენი საბუთების ჩამონათვალში სამოტივაციო წერილის  მოთხოვნას, რის გამოც, წინასწარი ინფორმაციით, რამდენიმე აპლიკანტი უკვე  დაიწუნეს. 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2764
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია