დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პატიმართა შემოქმედება ქუთაისის ოპერის თეატრში
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/09/24 17:35:13

# 2 სასჯელაღსრულების დაწესებულების პატიმრებმა ქუთაისის ბალანჩივაძეების სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში საკუთარი შემოქმედება წარმოადგინეს. თეატრის ფოიეში მათ მიერ შექმნილი  მხატვრული ნამუშევრები: სურათები, ფერწერული ტილოები და ნაქარგები იყო წარმოდგენილი. თეატრის სცენაზე კი სასკოლო ახალგაზრდული დასის "მარჯანიშვილების" მსახიობებმა, მათი შემოქმედებიდან ლექსები წაიკითხეს. გაიმართა ლექსების კრებულის სახელწოდებით "სულის ძახილი" პრეზენტაცია.

"ვერსადროს წარმოვიდგენდი თუ ოდესმე ჩემი ლექსების კრებული გამოიცემოდა. ზალაინ მნიშვნელოვანი დღეა დღეს ცემთვის. ამ კრებულში შესული ყველა წიგნი, ციხეში დავწერე",– ამბობს ერთ–ერთი პატიმარი ჯამბულ აგირბა.

"რესოციალიზაცია და  აქტიურ ცხოვრებაში მათი დაბრუნება არის ჩვენი  მთავარი პრიორიტეტი, რასაც  არანაირი ყურადღება რა ექცეოდა ყოფილი ხელისუფლების დროს.  უამრავი ღონისძიება იმართება ამ პროექტის ფარგლებში.  თუ ერთი ადამიანი მაინც მოახერხებს დაუბრუნდეს გაჯანსაღებული საზგადოებას, ეს იქნება ჩვენი ყველაზე დიდი წარმატება. 

 

პროექტი ხორციელდება საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მიერ. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2857
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2022 საავტორო უფლებები დაცულია