დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერიაში გამოცხადებული კონკურსი, შესაძლოა, შეჩერდეს
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/09/24 15:24:51

 

ქუთაისის საკრებულოს საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ, შესაძლოა, მერიაში გამოცხადებულ ვაკანსიებზე მიღებული საბუთების განხილვა დროებით შეწყვიტოს. კომისიამ, შესაძლოა,  უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაცია, არჩევნებამდე თვითმმართველობებში საკადრო ცვლილებებისგან თავის შეკავების შესახებ, გაითვალისწინოს და აპლიკანტთა დოკუმენტაციების განხილვა შეაჩეროს.

„სავარაუდოდ, შეიძლება, რომ რეკომენდაცია მოვიდეს თბილისიდან და შევაჩეროთ მუშაობა არჩევნებამდე. წინასწარ არაფერი ვიცი. დაბრუნდება კომისიის თავმჯდომარე და მერე გადავწყვეტთ",–ამბობს კახა ნემსიწვერიძე, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრი.

თუმცა, კომისიამ  იგივე რეკომენდაცია არ გაითვალისწინა, როცა თანამდებობებზე სამი ვიცე-მერი: კოტე ლომიძე, გია შარაბიძე და თენგიზ თოფურიძე დანიშნა. მათი დანიშვნის შესახებ დოკუმენტები უკვე მომზადებულია და კომისია გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის განკუთვნილი სამდღიანი ვადის გასვლას ელოდება. რაც შეეხება დანარჩენ აპლიკანტებს, როგორც ნემსიწვერიძე აცხადებს, სამსახურის უფროსებისა და განყოფილების ხელძღვანელების დანიშვნა მასშტაბური საკადრო ცვლილებაა და კომისიამ, შესაძლოა, არჩევნებამდე თავი შეიკავოს ამ ვაკანსიებზე შესული განცხადებების განხილვისგან.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2598
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია