დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
არჩევნები
რეგიონალური ტელევიზიების მონიტორინგი
2013/09/24 15:21:44

საპრეზიდენტო არჩევნები 2013

ინტერნიუსი - საქართველო" იწყებს პროექტს "რეგიონალური მედიის მონიტორინგი - საპრეზიდენტო არჩევნები 2013". პროექტი განხორციელდება საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროექტის „ნდობის გაზრდა საარჩევნო პროცესებისადმი“ (ITEP) ფარგლებში, რომელსაც საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აფინანსებს.

პროექტი ითვალისწინებს 12 რეგიონული ტელემაუწყებლის საინფორმაციო გამოშვებების და თოქ-შოუების მონიტორინგს. ტელკომპანიების მონიტორინგი 2013 წლის 16 სექტემბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით განხორციელდება. მედიის მონიტორინგი ხელს უწყობს მისი პროფესიული სტანდარტის ზრდას და დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი ჟურნალისტიკის განვითარებას.

კვლევის მიზანია საქართველოს 12 რეგიონალური ტელემაუწყებლის მთავარ საინფორმაციო გადაცემებზე და თოქ-შოუებზე დაკვირვებით გამოავლინოს წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების მიმდინარეობა და ტენდენციები.

კვლევა განხორციელდება შემდეგ ტელემაუწყებელზე: "25-ე არხი" (ქ. ბათუმი), "რიონი" (ქ. ქუთაისი), ქვემო ქართლის ტელე/რადიო კომპანია (ქ. რუსთავი), "ოდიში" (ქ. ზუგდიდი), "თანამგზავრი (ქ. თელავი), "მე-9 არხი" (ქ. ახალციხე), "თრიალეთი" (ქ. გორი), "გურია" (ქ. ოზურგეთი), "იმერვიზია" (ჭიათურა), "გურჯაანი" (ქ. გურჯაანი), "მეგა ტვ" (ქ. ხონი), "მე-9 ტალღა" (ქ. ფოთი).

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2760
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია