დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში მოძრავი საქალაქო ტრანსპორტისთვის სპეციალური სადგომები მოეწყობა
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/09/24 13:28:17

ქუთაისში, წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მიკროავტობუსების გაჩერებისთვის  განკუთვნილი  ადგილი მოწესრიგდება. დაიხაზება  ხიდის მიმდებარე ტერიტორია, სადაც ამჟამად 8 სვლაგეზზე მოძრავი მიკროავტობუსი ჩერდება, რის შემდეგაც,  თითოეულ  სვლაგეზზე მოძრავ  ყველა მიკროავტობუსს, საკუთარი, დანომრილი ადგილი ექნება.

„როგორც კი საპატრულო პოლიცია მოგვცემს შესაბამის თანხმობას, დავიწყებთ მოწყობას. დაიხაზება ტროტუარი და ყველა მიკროავტობუსს ექნება  დანომრილი სადგომი,"– აცხადებს ტრანსპორტის სამსხურის უფროსი ნესტორ კეპულაძე.

ამ დრომდე ქალაქში მოძრავი მიკროავტობუსები გაჩერების ადგილს თვითნებურად ირჩევენ.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2541
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია