დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქართული ღვინო
სომელიეთა ასოციაციამ და ღვინის ეროვნულმა სააგენტომ თანამშრომლობის მემორანდუმი ხუთ ქვეყანასთან გააფორმა
ავტორი: ნატო გუბელაძე
2013/09/23 20:28:31

დღეიდან საქართველოს სომელიეთა ასოციაცია  მსოფლიოს სომელიეთა ასოციაციის აქტიური წევრი გახდა. ამის დასტური გახლავთ ის ფაქტი, რომ საქართველოს  ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან დავითაშვილმა და სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტმა შალვა ხეცურიანმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს უკრაინის, რუსეთის, ლატვიის, ლიტვის და ესტონეთის სომელიეთა ასოციაციებთან.

ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და ასოციაციებს შორის გაფორმებული მემორანდუმის მიზანია ხელმომწერი ქვეყნების სომელიეთა ასოციაციებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის ხელშეწყობა, რაც ზოგადად ქართული გასტრონომიის ცნობადობის ამაღლებას განაპირობებს.

მემორანდუმის ხელმოწერასთან დაკავშირებით დღეს სასტუმრო „რედისონში“ პრესკონფერენცია გამართეს მემორანდუმის ხელმომწერი ქვეყნების წარმომადგენლებმა: საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან დავითაშვილმა, საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტმა შალვა ხეცურიანმა,ურაინის სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტმა დმიტრო სიდორენკომ, ლატვიის სომელიეთა ასოციაციის ვიცეპრეზიდენტმა რომანს კომარსმა, რუსეთის სომელიეთა და ექსპერტთა კავშირის თავმჯდომარემ არტურ სარქისიანმა, ლიტვის სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტმა რასა სტარკუსმა და ესტონეთის სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტმა კრისტელ ნომიკიმ. მათ ისაუბრეს იმ სამომავლო გეგმებზე, რაც მემორანდუმის ფარგლებში ქართული ღვინის პოპუპოპულარიზაციის კუთხითაა დაგეგმილი.

დღევანდელ პრესკონფერენციას ესწრებოდნენ ასევე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები და  ასოციაცია „ქართული ღვინოს“ პრეზიდენტი, თინა კეზელი.

როგორც საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტმა, შალვა ხეცურიანმა განაცხადა, დღეს ძალიან დიდი მხარდაჭერა არსებობს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნული სააგენტოსაგან, რისი შედეგიც არის სწორედ ასოციაციის მიერ პირველი მემორანდუმის გაფორმება 5 ქვეყანასთან.

 

აღსანიშნავია, რომ 2013–2014 წლებში ამერიკის და ევროპის ბაზრებთან ერთად, ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელებისათვის პრიორიტეტს რუსეთისა და ბალტიისპირეთის ბაზრები წარმოადგენს. შესაბამისად, აღნიშნულ ქვეყნებში მემორანდუმით დაგეგმილია აქტიური მარკეტინგული თუ კულტურული ღონისძიებების გატარება, რაც ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდისათვის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2763
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია