საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებას გაზმომარაგება ერთი კვირით შეუწყდება
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/09/23 16:49:27

ზამთრის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით, ქუთაისში გაზსადენზე საექსპლოატაციო სამუშაოები დაიწყო, რის გამოც, ქალაქის რამდენიმე უბანს გაზმომარაგება ეტაპობრივად შეუწყდება. დღეს დილიდან ბუნებრივი აირი არ მიეწოდება  ჭომის დასახლებას, გელათისა და კიბულის ქუჩას.  ამ უბნებში  გაზსადენზე სამუშაოები 25 სექტემბერს დასრულდება. 25 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით კი, გაზმომარაგება   შეუწყდება ავტოქარხნის დასახლებაში ხარებავას ქუჩებს.

 როგორც შპს „სოკარ ჯორჯია გაზის"  ქუთაისის ბიზნესცენტრში  აცხადებენ, გაზმომარაგებაზე შეზღუდვები გაზსადენზე საექსპლოატაციო სამუშაოების მიმდინარეობას უკავშირდება.

 

„ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად გაზსადენზე  მიმდინარეობს სამუშაოები, რის გამოც რამდენიმე უბანს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა.  ავტოქარხნის დასახლებაში ბუნებრივი აირი 25-დან გაითიშება, მაგრამ მოხდება ცალკეული უბნების ეტაპობრივი ჩართვა, ხოლო რაც შეეხება ხარებავას ქუჩას, აქ სრული ერთი კვირა ვერ მოხერხდება გაზმომარაგების აღდგენა",- ამბობს ბიზნესცენტრის მენეჯერი თემურ ხვინჯია.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2372
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია