საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
გოგი წულაია: „ქუთაისში პარკირება კორუფციის წყაროა"
ავტორი:
2013/09/21 12:59:45

 

პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაცია,  ქუთაისის ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდებს,  ქალაქში არსებული პარკირების ადგილებზე  2011 წელს გამოცხადებული ტენდერი განმეორებით ჩაატაროს. ორგანიზაციის თავმჯდომარის გოგი წულაიას თქმით,  ყოფილი ხელისუფლების დროს, ყველა ავტოსადგომი კორუფციის წყარო იყო და დღემდე ასე რჩება.

"თუ "ქართული ოცნება" ვერ ახერხებს ამ კორუფციული გარიგებების დაბლოკვას და  თუ სურს  დაამტკიცოს, რომ "ნაციონალების" კორუფციული სქემა  ახალი ხელისუფლების პირობებში არ გადაუბარებია, მაშინ ჩაატაროს ახალი ტენდერი  და თავიდან გამოავლინოს ზედამხედველი ფირმები, რომლებიც  მოაწესრიგებენ  ავტოსადგომებს. ცარცითაც კი არ არის დახაზული პარკირების ადგილები, რაში იღებენ ეს კომპანიები ფულს?,– ამბობს გოგი წულაია.

ქუთაისში არსებულ ავტოსადგომებზე პასუხისმგებლობა ტენდერის გზით შერჩეულ   12 ფირმასა  და ინდ.მეწარმეს აქვს აღებული.  

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2475
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია