დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლების შეხვედრა წერეთლის უნივერსიტეტის პირველკურსელებთან
ავტორი:
2013/09/20 17:16:23

დღეს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში  მერის მოვალეობის შემსრულებელი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები პირველკურსელებს შეხვდნენ.  გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, საუბარი შეეხო უნივერსიტეტში დაგეგმილი სიახლეებისა და ინიციატივების ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მხარდაჭერას.

"ვფიქრობ ასეთი შეხვედრები აუცილებელია. ჩვენ გვაქვს  მნიშვნელოვანი გეგმები უნივერიტეტთან მიმართებაში. 2014 წლიდან დავიწყებთ საუკეთესო სტუდენტების სტაჟირებას  მერიაში. ასევე ვგეგმავთ წარმატებული სტუდენტების საზღვარგარეთ სწავლა დავაფინანოთ",-განაცხადა მერის მოვალეობის შემსრულებელმა კოტე ლომიძემ.

 

"წელს  ძალიან ბევრ სიახლეს ვგეგმავთ უნივერსიტეტში და ამ   წამოწყებაში მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერა. ცალსახად მისასალმებელია ასეთი ინიციატივები",-ამბობს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ღავთაძე. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2960
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია