დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კამპანიას „დავასუფთავოთ საქართველო" ქუთაისის საკრებულოს დეპუტატები შეუერთდნენ
ავტორი:
2013/09/20 11:57:20

ქუთაისის  ადგილობრივი თვითმმართველობა,  მსოფლიო კამპანიას „დავასუფთავოთ მსოფლიო" ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე დასუფთავების აქციით  შეუერთდა. ფართომასშტაბიან აქციაში მონაწილეობა  საკრებულოს დეპუტატებმა ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმოამდგენლებთან ერთად მიიღეს.

“ჩვენც შევუერთდით ამ აქციას და კარგი იქნება, თუ ხშირად გაიმართება და დავასუფთავებთ  ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიას,"– ამბობს ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი კახა ნემსიწვერიძე.

დეპუტატებმა ცენტრალური მოედნის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს, რის შემდეგაც მათ სტუდენტები, პედაგოგები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები შეუერთდნენ.

ფართომასშტაბიანი დასუფთავების აქცია სახელწოდებით „დავასუფთავოთ საქართველო",  კამპანიის „დავასუფთავოთ მსოფლიოს" ფარგლებში მიმდინარეობს.  ქუთაისში მას მწვანეთა მოძრაობა „დედამიწის მეგობრები" შვედეთის საერთაშორისო სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2723
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია