დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კონკურსგამოვლილი ქუთაისის ვიცე–მერები პოსტებს ინარჩუნებენ
ავტორი:
2013/09/19 18:10:12

 

ქუთაისის საკრებულოს საკონკურსო–საატესტაციო კომისიამ,  48 ვაკანსიაზე გამოცხადებულ კონკურსში,   ვიცე–მერის პოსტზე 3 კანდიდატურა  შეარჩია. დღეს, კომისიაში გამართული ინდივიდუალური გასაუბრების შემდეგ გადაწყდა, რომ   ვიცე–მერის მოვალეობის  3 შემსრულებლი,  დაკავებულ თანამდებობას შეინარჩუნებს.  რაც შეეხება მეოთხე ვიცე–მერს, ნიკო კაჭკაჭიშვილს კომისიაში განაცხადი არ შეუტანია, რადგან,  კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, იგი რეორგანიზაციამდე დანიშნული ვიცე–მერია და კონკურსს არ ექვემდებარება.

დანარჩენი პოსტები  კი ზუსტად ისე გადანაწილდა, როგორც აქამდე იყო. კერძოდ: ეკონომიკის მიმართულებით  ვიცე–მერის პოსტი,  მერის მოადგილის მოვალეობის  შემსრულებელმა ეკონომიკის კუთხით , გიორგი შარაბიძემ დაიკავა, სოციალურ საკითხებს კი კვლავ კოტე ლომიძე ჩაიბარებს, რომელიც  ამჟამად მერის მოვალეობას ასრულებს. რაც შეეხება მესამე ვიცე–მერს,  თენგიზ თოფურიძე ერთადერთი კონკურენტუნარიანი კანდიდატი აღმოჩნდა. თოფურიძეს ინდივიდუალურ გასაუბრებაზე კონკურენციას გია ჩაკვეტაძე უწევდა, თუმცა, კომისიამ  საბოლოო გადაწყვეტილება მოქმედი ვიცე–მერის მოვალეობის შემსრულებლის სასარგებლოდ მიიღო და იგი კვლავ ინფრასტუქტურის კურირებას განაგრძობს.   შესაბამისად, თანამდებობები ცვლილებების გარეშე განაწილდა.  ვიცე–მერის მოვალეობების შემსრულებლები, ვიცე–მერები გახდნენ.

"4 კანდიდატურა გვყავდა ინდივიდუალურ გასაუბრებაზე, რადგან,  მხოლოდ მათ შემოიტანეს სრულყოფილი დოკუმენტაცია. მათგან შეირჩა სამი კანდიდატი: თოფურიძე, ლომიძე და შარაბიძე. ამის შემდეგ კომისია გადადის   მომდევნო ეტაპზე და ნელ–ნელა განვიხილავთ სხვა ვაკანსიებსაც",–განაცხადა საკონკურსო–საატესტაციო კომისიის თავმჯდომარემ თამაზ მარგველაშვილმა.  

ვიცე–მერის პოსტზე კომისიაში სულ 61 განაცხადი შევიდა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2516
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია