ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის საქართველოსში ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები საგრძნობლად გაიზარდა. რა თანხა იხარჯება ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის ქუთაისში? ამ საკითხზე psnews.ge-ს ქუთაისის ვიცე-მერი, თენგიზ თოფურიძე ესაუბრა: „რეგიონული განვითარების ფონდიდან ქუთაისის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გამოიყო 13 845 430 ლარი; შესრულებული სამუშაოების ჯამური ღირებულება - 12 611 458 ლარია. საერთო ჯამში ივლისი-აგვისტოს განმავლობაში ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამსახურის მიერ ინიცირებული წინადადებების საფუძველზე, რეგიონალური განვითარების ფონდიდან მოხდა დამატებით 2 788 010 ლარის გამოყოფა. ახალი ხელმძღვანელობის დანიშვნის დროისათვის, ივლისის თვის დასაწყისში, ათვისებული იყო რეგიონალური განვითარების ფონდის მიერ გამოყოფილი დაფინანსების 22%, აგვისტოს თვის ბოლოსათვის ათვისება გაიზარდა 64%-მდე და ჯამური ღირებულებით 8 429 270 ლარი შეადგინა; სექტემბრის 18 რიცხვისათვის ათვისება (მიმდინარე სამუშაოები, ტენდერზე გაშვებული, შერჩევა შეფასების პროცესში მყოფი და დასრულებული) უკვე 100% პროცენტს შეადგენს.“