დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის ტურისტულ–საინფორმაციო ცენტრით 2700–მა ვიზიტორმა ისარგებლა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/09/18 17:37:41

ქუთაისის მერიაში არსებული საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, აგვისტოს ჩათვლით აღნიშნული ცენტრის მომსახურებით 2700 -მდე ტურისტმა ისარგებლა.  მათი დიდი ნაწილი პოლონელი და  უკრაინელი დამსვენებლები არიან. ისრაელიდან კი ქუთაისს ტრადიციულად ყველაზე მეტი ტურისტი  სტუმრობს.

როგორც ცენტრში ამბობენ, ტურისტების რაოდენობის  ზრდას  ხელი შეუწყო დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან განხორციელებულ  ფრენებზე  დაბალი ღირებულების ბილეთების არსებობამ.

 "აეროპორტში ცალკე არის გახსნილი საინფორმაციო ცენტრი, სადაც ტურისტები ზოგადად ქალაქის შესახებ იგებენ,  ჩვენთან კი ქუთაისის ღირსშესანიშნაობებზე ვაწვდით  ინფორმაციას. დაბრკოლებას ამ ეტაპზე წარმოადგენს ის, რომ არ არის შესაბამისი აბრები, რომელიც მიანიშნებს ტურისტს ტურისტული ცენტრის მდებარეობას, თუმცა, მომავალი წლიდან ეს პრობლემაც მოგვარდება",-ამბობს ტურისტულ-საინფორმაციო  ცენტრის ოპერატორი  გიორგი გულუა.

ცენტრის წარმომადგენელთა თქმით, მომავალი წლიდან ახალი საინფორმაციო ცენტრის გახსნა იგეგმება, თუმცა,  ადგილმდებარეობა ჯერჯერობით უცნობია.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2754
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია