დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ხუდონჰესის პროექტის შესაჩერებლად ხაიშის მკვიდრნი ფიცს დებენ
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/09/18 15:04:29

ხაიშის თემის მოსახლეობა უკვე, თითქმის 30 წელია, ხუდონჰესის პროექტის წინააღმდეგ იბრძვის. ჰესი, რომლის აშენება ჯერ კიდევ 80-იან წლებში დაიგეგმა და  მას შემდეგ მოსახლეობის წინააღმდეგობისა და სხვა მიზეზების გამო რამდენჯერმე შეჩერდა. დღეს ჰესის მშენებლობის განახლებას ინვესტორი კომპანია, "ტრანსელექტრიკა" გეგმავს. 17 სექტემბერს კომპანიის წარმომადგენლები ხაიშში, მოსახლეობასთან მოსალაპარაკებლად ჩავიდნენ, რასაც ადგილობრივები საპროტესტო აქციით შეხვდნენ

ხაიშის სკოლაში დილიდან აგროვებდნენ ხელმოწერებს ხუდონჰესის მშენებლობის წინააღმდეგ. ხაიშის მოსახლეობა ფიცს დებს, რომ  ხაიშის წმინდა გიორგის მოქმედი ტაძარი, სასაფლოები, ხაიშის თემი და მასში შემავალი სოფლები დატბორვას არ დაუშვებენ.

ხუდონჰესის მშენებლობა 80-იან წლებში დაიწყო და დამბის ნაწილისა და რამდენიმე გვირაბის აშენება მოესწრო.


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ თუ საჭირო გახდებოდა, თავად ავიდოდა ხაიშში.

 მთავრობისა და ინვესტორი კომპანიის წარმომადგენლები სოფლის მოსახლეობას მოლაპარაკებას სთავაზობდნენ, მაგრამ ხაიშელებისათვის ერთადერთი მისაღები ვარიანტი ჰესის პროექტის შეჩერებაა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2996
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია