დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის საკრებულოს საკონკურსო კომისია ვიცე-მერობის მსურველთა კანდიდატურებს დღეს განიხილავს
ავტორი:
2013/09/18 13:56:42

ქუთაისის ვიცე-მერის პოსტზე განსახილველ კანდიდატთა რაოდენობა უკვე ცნობილია. მერიის საკონკუროს-საატესტაციო კომისია დღევანდელ სხდომაზე იმ  კანდიდატების დოკუმენტაციებს განიხილავს, რომლებიც პირველი ეტაპის შედეგად შეირჩნენ. ვიცე-მერობისთვის სულ 10 კანდიდატი იბრძოლებს, მათ შორის მოქმედი ვიცე-მერებიც არიან, გარდა  ნიკო კაჭკაჭიშვილისა.

როგორც კომისიაში ამბობენ, გასაუბრების ეტაპზე ბევრი კანდიდატი ვერ გადავა, რადგან აპლიკანტთა დიდმა  ნაწილმა  არასრულყოფილი დოკუმენტაცია წარმოადგინა.

„დღეს განვიხილავთ ვიცე-მერობის შერჩეული კანდიდატების დოკუმენტაციებს. ეტაპობრივად მივყვებით და, ალბათ,  ათი დღის ვადაში დავასრულებთ პროცესს,"- ამბობს ქუთაისის მერიის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე მამუკა მღვდელაძე.

კომისიაში სულ 1291 განაცხადია შესული. კონკურსის პირველ ეტაპზე ვაკანტურად 48 თანამდებობა გამოცხადდა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2733
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია